13 ნოემბერს, სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტი", საქართველოს მთავრობასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით დავით ბაქრაძემ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარიდან კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა მოაწერეს ხელი.
2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით სასტუმრო ამბასადორში (კაჭრეთი) გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "სამშვიდო პროცესის სირთულეები" - ჩრდილოეთ ირლანდიის, შოტლანდიის და კვიპროსის მაგალითები.
2015 წლის 29 სექტემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლი-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი".
2015 წლის 8 სექტემბერს, 18.00 გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია: "ომი უკრაინაში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, სამხედრო გამოწვევები ევროპისათვის"
2015 წლის 22-24 ივლისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით შედგა საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო ვიზიტი თემაზე "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზა".
2015 წლის 25 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და "ევროპის სახლის" ინიციატივით, გაიმართა დისკუსია: "მსოფლიო წესრიგი 21-ე საუკუნეში".
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარის "NATO-ს პოლიტიკა და დღის წესრიგი" მონაწილე არინა თავაქარაშვილი, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში ორდღიან საინფორმაციო ტურში მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ სტატიები...
გვერდი 8, სულ 16
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *