პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. გამოფენა ესტონეთის "ომის მუზეუმში"

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. გამოფენა ესტონეთის ომის მუზეუმში

2018 წლის 8 აგვისტოს  "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის"  მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის  ამსახველი ბანერები ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით "ესტონეთის ომის მუზეუმში" გამოიფინა.  ღონისძიება სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და მის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენა ომის მუზეუმში 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ბანერების ორიგინალები გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში.

ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი".

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form