შაბათი, დეკემბერი 14, 2024
   
Text Size

თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის

თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, არჩევნების შედეგად დამდგარ პოლიტიკური რეალობაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ რა საფრთხეებს შეიცავს პროცესების 2008 წლის სცენარით განვითარება, "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, როგორი პოლიტიკური სურათი მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

- არჩევნების შემდეგ სურათი ძალიან არასახარბიელოა. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიისწრაფვის, ხმის დათვლის პროცედურის და საარჩევნო კომისიის გამჭვირვალობაზე კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს.

დღეს სახეზეა არაერთი ოქმი, რომელშიც ელემენტარული ციფრები არ ემთხვევა ერთმანეთს. საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაცემებით მზადდება სარჩელები მრავალი უბნის შედეგის გასასაჩივრებლად. ამ ყოველივეს თან სდევს კომისიის წევრთა და პოლიტიკოსთა ისეთი საოცარი ახსნა-განმარტებები, რაც ვითარებას უფრო ამძიმებს.

არჩევნების შემდეგ სურათი ძალიან არასახარბიელოა. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიისწრაფვის, ხმის დათვლის პროცედურის და საარჩევნო კომისიის გამჭვირვალობაზე კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქვეყნის განვითარების საფუძველია, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა. მისი შესრულება და შესაძლო დარღვევებზე რეაგირების ეფექტიანობა განსაზღვრავს პოლიტიკური სისტემის სიმწიფეს, მდგრადობას და დემოკრატიული განვითარების უნარს. ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი, თუ გადაცდომა ავტომატურ რეჟიმში უნდა იწვევდეს სათანადო რეაგირებას.

რაც შეეხება შეგნებულ მანიპულაციებს, ეს დანაშაულიცაა და ქვეყნის სირცხვილიც. წარმოუდგენელია, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ კვლავაც ამ მანკიერებაზე გვიწევს საუბარი.

აუცილებლია, რომ ამომრჩევლის ნებით მანიპულირებისათვის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის პრეცედენტი გაჩნდეს. საქართველოში არჩევნების ბედს ამომრჩეველი უნდა წყვეტდეს და არა ხმის დამთვლელი! - ეს აქსიომა ყველამ უნდა გავითავისოთ.

აუცილებელია, რომ ამომრჩევლის ნებით მანიპულირებისათვის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის პრეცედენტი გაჩნდეს. საქართველოში არჩევნების ბედს ამომრჩეველი უნდა წყვეტდეს და არა ხმის დამთვლელი! - ეს აქსიომა ყველამ უნდა გავითავისოთ

- ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებამდე და არჩევნების დღესა და არჩევნების შემდეგ დათვლის შესახებ დარღვევებზე მიაწვდის ინფორმაციებს საერთაშორისო დამკვირვებლებს.

მეტიც, ისინი იმედოვნებენ, რომ დრო დასჭირდება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 2020 წლის არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიონ.

იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ევროპასა და აშშ-ში ხდება, ნაკლებადსავარაუდოა, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები არალიგიტიმურად მიიჩნიონ, მაგრამ ის, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა იქნება, გარკვეულ წილად იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე, ალბათ წინასწარ უნდა ვიცოდეთ.

სავარაუდოდ, როგორი რეაქცია ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმაზე, რომ საქართველოს ერთპარტიული ხელისუფლება ეყოლება?

- საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი ვერ წარმომიდგენია. ამ საზოგადოებაში ეს შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ეს ნებისმიერ სრულწლოვანს ესმის, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებზე.

რაც შეეხება ლეგიტიმაციას, მოდით დავკონკტრეტდეთ, რას ვგულისხმობთ. თუკი მხოლოდ ვიწროსამართლებრივ განზომილებაში ვსაუბრობთ, რომ პირველ სხდომას დაესწრება საკმარისი რაოდენობა, ეს ადვილად მისაღწევია.

მაგრამ თუ საკითხს უფრო კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ უნდა გავხსოვდეს, რომ პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა. ამიტომაც მხოლოდ სქოლასტიკური მიდგომებით ვერ შემოვიფარგლებით და პოლიტიკური შემადგენელიც უნდა გავითვალისწინოთ.

კარგია, რომ უცხოელი დამკვირვებლები ახსენეთ. მათი შეფასებები და როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა სტანდარტებს დავუწესებთ საკუთარ თავს და დემოკრატიის რა სიმაღლის მიღწევას ვცდილობთ. ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებაც ამით განისაზღვრება - შემოგვხედავენ როგორც დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში მყოფ სახელმწიფოს, თუ როგორც კონსოლიდირებულ დემოკრატიას, მყარი საარჩევნო სისტემით, სახელმწიფო ინსტიტუტებითა და პოლიტიკური კულტურით.

თუ პირველს ავირჩევთ, სტანდარტი დაბალია, ადვილადმისაღწევი, მაგრამ კვლავაც "ქვედა ლიგაში" მოგვიწევს თამაში. თუკი მეორეს ავირჩევთ, მაშინ თვითკმაყოფილებაზე უარი უნდა ვთქვათ და მეტი ვიშრომოთ საკუთარი ნაკლის გამოსასწორებლად. სსამაგიეროდ მივიღებთ ქვეყანას, რომელიც სწრაფად ვითარდება, სტაბილურია და "უმაღლეს ლიგაშიაც" ღირსეულად გამოიყურება. შესაბამისად ჩვენი გზაც ევროკავშირისა და ნატოსკენ ასევე შემოკლდება.

რაც შეეხება, პარტნიორთა მხრიდან არჩევნების პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ისინი აღიარებენ იმას, ვისაც ეს საზოგადოება აღიარებს და შესაბამის მანდატს მიანიჭებს. საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია და ჩვენი პარტნიორებიც სწორედ ამ ხალხის არჩევანს სცემენ პატივს.

რაც შეეხება, პარტნიორთა მხრიდან არჩევნების პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ისინი აღიარებენ იმას, ვისაც ეს საზოგადოება აღიარებს და შესაბამის მანდატს მიანიჭებს. საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია და ჩვენი პარტნიორებიც სწორედ ამ ხალხის არჩევანს სცემენ პატივს

- ვახტანგ ხმალაძის აზრით - "ერთპარტიული პარლამენტი სადაც ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტია იქნება წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისების მაღალ რისკებს წარმოქმნის".

ჩვენში პარლამენტარიზმის 30 წლიანი გამოცდილება დაახლოებით ასე გამოიყურება - ხელისუფლებას ყოველთვის ჰყავდა უმრავლესობა პარლამენტში, ამავე წლებში პარლამენტში იყო უმცირესობა, უმეტეს წილად საინტერესო, პოლიტიკური თვალსაზრისით კვალიფიციურიც, მაგრამ ძნელად თუ შეიძლება შემთხვევის გახსენება, როცა წინა წლებში უმრავლესობის მქონე ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანეს საკითხებში გაითვალისწინა საპარლამენტო უმცირესობის აზრი.

როცა 2008 წლის არჩეულ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე თქვა უარი, ამან დააჩქარა ქვეყანაში არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარება, რაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტო.

30 წელია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა და ჰარმონია რომ არ გვქონია, გვახსოვს, მაგრამ ინსტიტუციურ დონეზე თუნდაც მოჩვენებითი პოლიტიკური ჰარმონიის დარღვევა რომ კარგი არაა, ცხადია.

იმ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც ახლა მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონია, ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომს, სავარაუდოდ, რა რისკები შეიძლება შეექმნას ქვეყანას იმ შემთხვევაში, როცა შემდეგი პარლამენტი პრაქტიკულად ერთპარტიული იქნება?

- როდესაც რისკებზე და საფრთხეეებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. ეროვნული ინტერესი იმით განსხვავდება პარტიულისაგან, რომ იგი ერთი რომელიმე ჯგუფის, თუნდაც უმრავლესობის, სივრცეს სცდება და მთელი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს.

თუკი ამ ღირებულებებს დავაკნინებთ, დასუსტდება ქვეყანაც.

ამიტომაც სოფისტიკური საუბრები, რა უფრო მნიშვნელოვანია - დემოკრატია თუ უსაფრთხოება, საფუძველშივე მცდარია, რადგან უსაფრთხოება სწორედ ღირებულებების დასაცავად გვესაჭიროება.

სოფისტიკური საუბრები, რა უფრო მნიშვნელოვანია - დემოკრატია თუ უსაფრთხოება, საფუძველშივე მცდარია, რადგან უსაფრთხოება სწორედ ღირებულებების დასაცავად გვესაჭიროება

მერწმუნეთ, რომ მოწინააღმდეგე მთავარ შეტევას სწორედ დემოკრატიაზე, ჩვენს ღირებულებით სისტემაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და ძალთა დემოკრატიულ ბალანსზე განახორციელებს, რადგანც ეს ქვეყნის დასუსტების და ჩამოშლის ყველაზე ვერაგული გზაა.

რაც შეეხება ერთპარტიულ პარლამენტს, კვლავაც ვიტყვი, რომ ეს წარმოუდგენელია. მთელი წინასაარჩევნო პროცესი, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, რაც ჩვენი საზოგადოების აქტიურობის შედეგად განხორციელდა, და ზოგადად საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა სწორედ იმას მოწმობს, რომ ქართველი ხალხის დაკვეთა მრავალპარტიული დემოკრატიაა.

მთელი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია ქვეყანასაც აზიანებს და მმართველ ძალასაც, რაც არაერთხელ გვინახავს თუნდაც ამ 30 წლის განმავლობაში.

მთელი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია ქვეყანასაც აზიანებს და მმართველ ძალასაც, რაც არაერთხელ გვინახავს თუნდაც ამ 30 წლის განმავლობაში

- ახლა საკმაოდ აქტუალური თემაა, სავარაუდოდ მოქმედების რა სცენარს აირჩევს ქუჩაში გასული ოპოზიცია. 7 ნოემბერს აქცია დაანონსეს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა.

10 ნოემბერს აქცია დაგეგმეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც არ შედიან პარლამენტში. სააკაშვილი აცხადებს - "თუ ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა ერთ-ერთი იარაღი იქნება, გარწმუნებთ, ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის".

ამის ფონზე ვხედავთ ასევე იმასაც, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ვერ თანხმდებიან უნდა იყოს თუ არა მათი უპირობო ლიდერი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც მართლა აპირებს ჩამოსვლას თუ არა, არავინ იცის.

ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა, რამდენად მასშტაბური აქციების ორგანიზების ძალა შესწევს ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ჯგუფებს და რამდენად ანგარიშს გაუწევს ამ პროცესებს ხელისუფლება. ვხედავთ, იმასაც, რომ ხელისუფლება არც ხმების თუნდაც ტოტალურად გადათვლის ინიციატივით გამოდის და მაინცადამაინც არც ის ადარდებს, რომ მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

ოპოზიციურ სპექტრსა და მათ მხარდამჭერებში მოზღვავებული ემოციების ფონზე, სავარაუდოდ რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- როდესაც პროტესტზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია საფუძველი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმემ წააგო და ამიტომ არჩევნების შედეგი არ მოსწონს, ეს საზოგადოების სოლიდარობას ვერ გამოიწვევს, მაგრამ ხმების არასწორ დათვლა და მანიპულაციები აუცილებლად გამოიწვევს გულისწყრომას.

ვფიქრობ ეს კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას და უზრუნველყოს დროული რეაგირება. თუკი შემაჯამებელი ოქმი ეჭვს იწვევს და ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს უბანი უნდა გადაითვალოს. ამ მოთხოვნაში განსაკუთრებული არაფერია.

დემოკრატიულ ქვეყნებში არათუ შეუსაბამობის, არამედ მიღებულ ხმებში მცირე განსხვავების შემთხვევაშიც ხდება გადათვლა.

თუკი შემაჯამებელი ოქმი ეჭვს იწვევს და ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს უბანი უნდა გადაითვალოს. ამ მოთხოვნაში განსაკუთრებული არაფერია.

დემოკრატიულ ქვეყნებში არათუ შეუსაბამობის, არამედ მიღებულ ხმებში მცირე განსხვავების შემთხვევაშიც ხდება გადათვლა

ამომრჩეველს აქვს უფლება გადაამოწმოს, სწორად იქნა თუ არა ხმების დათვლისას ასახული მისი სუვერენული ნება და თუკი ერთი ხმა მაინც "დაიკარგა", ეს დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, ხოლო მანიპულაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

პრობლემის მოგვარების ასეთი გზა, მხოლოდ გააძლიერებს ქართული დემოკრტიას და პროცესიც გაცილებით მშვიდ და ცივილურ გარემოში წარიმართება. თუკი ასე არ მოხდა და პოლიტიკური პროცესი კვლავაც ქუჩაში დარჩა, ეს ცუდია, რადგან კვლავაც ინსტიტუტების სისუსტესა და ხელისუფლების ოპოზიციასთან თანამშრომლობის რესურსის სიმწირეზე მითითებს, რასაც, საბოლოო ჯამში, პოლარიზაციისკენ მივყავართ.

თუკი პოლიტიკური პროცესი ქუჩაში დარჩა, ეს ცუდია, რადგან კვლავაც ინსტიტუტების სისუსტესა და ხელისუფლების ოპოზიციასთან თანამშრომლობის რესურსის სიმწირეზე მიუთითებს, რასაც, საბოლოო ჯამში, პოლარიზაციისკენ მივყავართ

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტირებით და პროტესტის გაგრძელებით ივანიშვილის ხელისუფლება შეირყევა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, პირიქით ოპოზიციის პარლამენტში შეუსვლელობა ხელისუფლებას გააძლიერებს.

ბრიტანული «Financial Times»- მა ჩვენში ჩატარებულ არჩევნებზე დაწერა - "სამხრეთ კავკასიაში დიდი სახელმწიფოების მეტოქეობა მწვავდება // საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში იმ პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც მსხვილი დასავლურ ინვესტიციების მოწინააღმდეგეა".

ამავე თემაზე ამერიკული The National Interest» აზრით - "საქართველო კავკასიურ ქაოსში - ქვეყანა, რომელიც მრავალი გამოწვევისადმი გამკლავებას ცდილობს".

თქვენი დაკვირვებით რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ქვეყანამ, შეძლოს გაუმკლავდეს როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების ქაოსს?

- აქ მთავარი ის კი არაა ვინ ვის დააზარალებს, ან ხელს გადაუგრიხავს, არამედ ის, რომ საკუთარ საზოგადოებას შეურაცხყოფა არ მივაყენით და უსამართლობის განცდა არ დავუტოვოთ.

დღეს საზოგადოებაში არის საფუძვლიანი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით და ამას პასუხი უნდა გაეცეს. პრობლემისთვის თავის არიდება ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს.

დღეს ხშირად მესმის, რომ ეს რეალობა ტესტია ოპოზიციისათვის, რამდენად შეუძლია საზოგადოების მობილიზება. მე კი ვიტყოდი, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანი ტესტია ხელისუფლებისათვის. რამდენად შეუძლია საზოგადოების განწყობების სწორად შეფასება და ეფექტიანი რეაგირება არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საზოგადოებაში არის საფუძვლიანი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით და ამას პასუხი უნდა გაეცეს, პრობლემისთვის თავის არიდება ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს

დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ეროვნული ღირსების საკითხია და ვერანაირმა კონიუნქტურამ ეს ღირსება ვერ უნდა შელახოს. ეს სტანდარტი თუ ვერ დავიცავით, ჩვენს მომავალს მნიშვნელოვნად დავაზარალებთ.

ქვეყნის წინსვლისათვის საჭიროა თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის, პოლიტიკურად აქტიური და შედეგიანი პარლამენტი, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათზე დემოკრატიული კონტროლის ეფექტიანად განხორციელების ქმედითი მექანიზმები.

პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადასვლა კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ყოველივე არ მუშაობს და საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ის მოატყუეს და უსამართლოდ მოექცნენ.

კვლავაც გავიმეორებ - დემოკრატია ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მდგრადობა იმ საგარეო გამოწვევების და საფრთხეებისადმი, რომელიც ქვეყნის წინაშეა.

დემოკრატია ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მდგრადობა იმ საგარეო გამოწვევების და საფრთხეებისადმი, რომელიც ქვეყნის წინაშეა

- ახლა პოლიტიკით დაინტერესებული მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული. ეს გასაკვირი არაა, ვინაიდან თუ ვინ იქნება მსოფლიოს ზესახელმწიფოს პრეზიდენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არჩევნებზე ჯერ მხოლოდ წინასწარი მონაცემებია ცნობილი, მაგრამ მათი შეცვლის ალბათობა საკმაოდ დაბალია, თქვენ აზრით, რა გავლენას იქონიებს აშშ-ში დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე?

- ამჟამად არჩევნების ბედი ნევადის შტატში წყდება, სადაც ბაიდენი, ამ წუთის მონაცემებით 2 ათასი ხმით უსწრებს დონალდ ტრამპს. რაოდენობას შეგნებულად აღვნიშნავ, რათა ხაზი გავუსვა თითოეული ამომრჩევლის ხმისა და ნების თავისუფალი გამოხატვის მნიშვნელობას.

რაც შეეხება საქართველოს, მოგეხსენებათ, ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. ტრამპის ადმინისტრაციამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის და დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებშიც.

ჩვენ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენზეა დამოკიდებული, ამას რამდენად გამოვიყენებთ და რამდენად აქტიურ დღის წესრიგს შევთავაზებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს

ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში აშშ კიდევ უფრო გააქტიურდება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს დემოკრატებისათვის დამახასიათებელი ხელწერაა და ისეთი საკითხების უფრო ადვილად წამოწევაც შეგვიძლია, როგორიცაა მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლიც პირობაც საქართველომ სწორედ ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ თავად ბაიდენი და მისი გარემოცვაც არაჩვეულებრივად იცნობს საქართველოს და კარგად იციან ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

როგორც გითხარით, ჩვენ აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენზეა დამოკიდებული, ამას რამდენად გამოვიყენებთ და რამდენად აქტიურ დღის წესრიგს შევთავაზებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.

წყარო https://www.interpressnews.ge/

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form