სამშაბათი, მარტი 19, 2024
   
Text Size
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად.

ცენტრის მიზნები

  • საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა;
  • საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

საქმიანობის ფორმები

საწესდებო მიზნების მისაღწევად ცენტრი:

  • ახორციელებს საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, კვლევასა და ანალიზს პოლიტიკის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალურ, ეკოლოგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში;
  • ახორციელებს მონიტორინგს საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე;
  • შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს და ახორციელებს შესაბამის პროექტებს;
  • ეწევა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას;
  • თანამშრომლობს მსოფლიოს ანალიტიკურ ცენტრებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან
  • ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
  • ქმნის საინფორმაციო ბაზას;
  • ამზადებს პერიოდულ ანალიტიკურ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ, ახდენს მათ გაშუქებას მას-მედიის საშუალებებით აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების ინფორმირების მიზნით;
  • ეწევა მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას;
  • ახორციელებს პრეზენტაციების, გამოფენებისა და კანონით ნებადართული სხვა ღონისძიებების ორგანიზებას;
  • ქმნის წარმომადგენლობებსა და ფილიალებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form