2017 წლის 15 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO -ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ბატონ პასკალ მენიესთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
დისკუსიაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რატომ არის NATO დღემდე გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორი, საფრანგეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოების დასაბამთან, საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობას იღებდა NATO -ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში როზალია პუილისი. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ალიანსის მისიის, ამოცანების, პრიორიტეტების, გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ.
დისკუსია არის გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრის პროექტის "NATO ერთი ყველასათის, ყველა ერთისათვის" პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარებას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან.
პროექტის მხარდამჭერები NATO ს სახალხო დიპლომატიის განყოფილება, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)