2016 წლის 9 დეკემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა "წარმატებული ინტაგრაცია - ლიტვის მაგალითი". დისკუსიის დროს ლიტვის ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ლიტვის ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის, რეფორმებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე რუსეთის მხრიდან თანამედროვე საფრთხეებისა და მათი პრევენციის გარანტიებზე.
დისკუსია არის პროექტის: "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" - ნაწილი. პროექტის ძირითადი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნატო-ს შესახებ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხევდრებისა და საჯარო დისკუსიების გზით, მათი ქვეყნების ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის შესახებ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)