2020 წლის 1 ივნისს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: "ბორდერიზაცია" - ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
2020 წლის 29 მაისს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: რუსეთის საგარეო პოლიტიკა - საფრთხეები საქართველოსთვის".
2020 წლის 25 მაისს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: "კიბერუსაფრთხოება. რუსეთის კიბერთავდასხმები საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ".
21 მაისს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება; ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა - ეკონომიკური დიპლომატია".
2020 წლის 19 მაისს გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე: "საქართველო თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები."
2019 წლის 25 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ICGS-ის პროექტის: "NATO -ს წარმატებული ისტორია" გორის მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია.
2019 წლის 19 დეკემბერს პროექტის "NATO Success Story" ის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
27 ნოემბერს პროექტის "NATO -ს წარმატების ისტორია" დასკვნითი შეხევდრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. ძალზედ ემოციური და საინტერესო დისკუსია შედგა თავდაცვის ძალების კაპრალ-სპეციალისტ თემო დადიანთან და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროს ბუბა ლომუაშვილთან.
2019 წლის 30 ოქტომბერს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შედგა ძალინ საინტერესო დისკუსია NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდიმთან და NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ოფიცერთან დესპინა აფენტულისთან. დისკუსია შეეხებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობას და NATO -ს სახალხო დიპლომატიის პრიორიტეტებს.
დისკუსია გაიმართა გეოპლიტუკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO-ს წარმატების ისტორია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში NATO -ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და დაფინანსებულია NATO PDD-ს მიერ.
2019 წლის 25-27 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის - ICGS (საქართველო) ორგანიზებით და მარტი ახტისაარის სახელობის ფონდის - "კრიზისების მართვის ინიციატივის" - CMI (ფინეთი) თანამშრომლობით, კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა რიგით მე-4 ტრენინგი მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში. ამჯერად, ტრენინგის თემა იყო "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები".
შეხვედრა პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუშ მაშკევიჩთან
2019 წლის 11 ოქტომბერს NATO -ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუშ მაშკევიჩთან. შეხვედრის თემები იყო: NATO, როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, რატომ გაწევრიანდა პოლონეთი ალიანსში - მოკლე ისტორიული მიმოხილვა, კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს მსოფლიოში, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, პოლონეთის საელჩოს, როგორც NATO -ს საკონტაქტო საელჩოს დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში.
3 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოში NATO -ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის ფორმატში შედგა.
შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან
2019 წლის 12 ივნისს NATO -ს სამეკავშირე ოფისში შედგა მორიგი საინტერესო შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან. შეხვედრის თემები იყო: NATO, როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, აშშ-ს როლი ალიანსის შექმნისა და გაფაროთოების საკითხებში, კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს მსოფლიოში, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.
გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო ახალი შეხვედრების ციკლი პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში. პროექტის მეორე შეხვედრა შედგა თურქტეთის ელჩთან საქართველოში ფატმა ჯეირან იაზგანთან. საუბრისას მან მოკლედ მიმოიხილა ის ისტორიული ვითარება, რომლის დროსაც თურქეთი შეუერთდა ალიანსს. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს მსოფლიოში, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.
გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო ახალი შეხვედრების ციკლი პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში. სტუდენტების პირველი შეხვედრა ჩატარდა NATO - ს სამეკავშრეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში როზარია პუგლისთან. დისკუსიის დროს სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს NATO - ს მისიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, NATO - საქართველოს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
21 მარტს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით Atlantic – Black Sea Security Forum 2019.
2019 წლის 25 იანვარს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ მონაწილოება მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში : „Hard talk: Ukraine’s foreign policy beyond EU and NATO”, რომელიც ჩატარადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიაში, კიევში.
2018 წლის 24 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ICGS-ის პროექტის: "NATO -ს წარმატებული ისტორია" გორის მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია.
20 დეკემბერს პროექტის "NATO Success Story" ის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სტუმრად გიორგი კეკელიძესთან ICGS - ის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი და უნა სიგვასდოთირი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი. მათ ისაუბრეს საქართველოს საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ NATO-ს შტაბბინასა და ევროკომისიაში.
სრული ჩანაწერი იხილეთ:
2018 წლის 7 დეკემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ირი პრეცლიკთან და GIPA-ს ლექტორთან, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან 2014-2018 წწ., თენგიზ ფხალაძესთან.
ირი პრეცლიკთან დისკუსიის თემები იყო: რატომ გაწევრიანდა ჩეხეთი ალიანსში; როგორი გეოპოლიტიკური გარემო იყო ჩეხეთის ინტეგრაციის პერიოდში; გატარებული რეფორმები და გამოწვევები ტრანსფორმაციის გზაზე; რამდენად წარმატებული გამოდგა ინტეგრაცია, რამდენად დაცულად გრძნობს თავს დღეს ჩეხეთის მოსახლეობა არსებული საფრთხეების მიმართ; რას ნიშნავს, იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორია პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.
ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO-ს შტაბბინასა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში
2018 წლის 29-30 ნოემბერს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO- სა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში.
საქართველოდან საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი სპეციალური მიწვევით ბრიუსელში - NATO -ს შტაბ-ბინასა და ევროკომისიში მყოფებოდა. ჯგუფს შეხვდნენ NATO -ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე თაჯან ილდემი, NATO-ში აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და ბულგარეთის დელეგაციების წარმომადგენლები.
2018 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან და სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორთან არინა თავაქარაშვილთან.
2018 წლის 16 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევევბის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა დისკუსია საქართველოში ლიეტუვას ელჩთან გიედროუს პოიუნასთან და ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორთან პაატა შეშელიძესთან.
კიდევ სტატიები...
გვერდი 2, სულ 7
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)