შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან
2019 წლის 12 ივნისს NATO -ს სამეკავშირე ოფისში შედგა მორიგი საინტერესო შეხვედრა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან. შეხვედრის თემები იყო: NATO, როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი, აშშ-ს როლი ალიანსის შექმნისა და გაფაროთოების საკითხებში, კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს მსოფლიოში, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაუნის და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრების სერია არის გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO-ს წარმატების ისტორია" ნაწილი, რომელიც ხორცილედება საქართველოში NATO -ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)