2018 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან და სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორთან არინა თავაქარაშვილთან.
დისკუსიის დროს განხილულ იქნა შემდეგი თემები: ბულგარეთი საბჭოთა რესპუბლიკიდან ალიანსის წევრობამდე - განვლილი გზა და რეფორმები, ბულგარეთის საელჩო, როგორც NATO-ს საკონტაქტო საელჩო საქართველოში - გაწეული საქმიანობა და პროექტები; მიმდინარე ახალგაზრდული პროექტები და მათში ჩართულობის მნიშვნელობა განსაკუთრებით ომით დაზარალებული სტუდენტებისათვის.
შეხვედრისას ბულგარეთის ელჩმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ესსეების კონკურსის შესახებ NATO-ს თემატიკაზე, რის შესახებაც დამსწრე სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.
დისკუსიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები შიდა ქართლის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროექტი დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *