2018 წლის 28 მარტს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა.
იოჰანეს დოურმამ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო. დღესვე ოკუპაციის მუზეუმში მან 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფილმი ნახა, სადაც გორის ცენტრში კასეტური ბომბის ჩამოვარდნის პერიოდიცაა ნაჩვენები. სწორედ ამ დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი სტანს ტორიმანსი.
ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი". მუზეუმი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *