გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაიწყო. მსმენელები გაივლიან "გეოპოლიტიკის", "პოლიტიკური რისკის ანალიზის", "მოლაპარაკებების ხელოვნების", "დაზვერვის თეორიის", "კონფლიქტებისა და დიპლომატიისა", ასევე "კვლევის მეთოდებისა და პრეზენტაციების ხელოვნების" ლექციათა კურსს.
პროექტები
2012 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა პროექტის "უსაფრთხოების ბარომეტრი" მეორე ნაწილის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან თენგიზ ფხალაძე და თორნიკე შარაშენიძე, და, უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმირ ჩუმაკი.
2012 წლის 20-21 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა სემინარი საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.
სემინარზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები; ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები; 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეები და გამოწვევები; რეგიონული პროექტების გააქტიურება მნიშვნელობა და რეგიონების როლი ალიანსთან დაახლოების საკითხში და ა.შ.
2012 წლის 16 ივნისს, ბიზნეს ცენტრ "კალასში"გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამშვიდობო პროექტის "Together" ("ერთად") დახურვის საზეიმო ცერემონია.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების "ევროპული ინტეგრაცია" (სომხეთის რესპუბლიკა), "ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება" (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და "სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტი"-ს (მთ. ყარაბაღის რეგიონი) მიერ.
პროექტის პარტნიორი საქართველოში "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი".
პროექტის მხარდამჭერი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სამშვიდობო პროცესებში კულტურისა და ხელოვნების, შოუ ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვა, რაც შემდგომში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში.
დასრულდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" მეორე ეტაპი. პროექტის ამ ეტაპზე ორგანიზაციამ გაზრდილი ტირაჟით დაბეჭდა (33 000 ეგზემპლარი) წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" და პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადასცა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ახალციხის, გორის, მცხეთის, რუსთავის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის და ყვარელის საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასელებს.
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარება
2011 წლის 28-30 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის დელეგაცია უკრაინის "რადას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების შემადგენლობით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება უკრაინის საგზაო პოლიციის სისტემის რეფომირებისათვის.
2011 წლის 17 ოქტომბერს ქ. თბილისის 157-ე სკოლაში შედგა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე.
(2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი)
პროექტის მიმდინარეობის პერიოდი 2010 წლის აპრილი - 2011 წლის მარტი.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი Soft Power-ის ე.წ. "რბილი ძალის თეორიის კრემლისეულ ინტერპრეტაციისა და კონცეფციის ყველა იმ მიმართულების კვლევა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში; იმ საფრთხეების გამოვლენა, რაც შეიძლება საგულდაგულოდ იყოს "შეფუთული და პერსპექტივაში სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდეს როგორც საქართველოში მცხოვრები ხალხებისათვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, ასევე ზოგადად საქართველოს, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.
კიდევ სტატიები...
- პროექტი: “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით”
- ENPI CBC –ის პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის
- “რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ”
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართ
გვერდი 4, სულ 5
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)