(2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი)
პროექტის მიმდინარეობის პერიოდი 2010 წლის აპრილი - 2011 წლის მარტი.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი Soft Power-ის ე.წ. "რბილი ძალის თეორიის კრემლისეულ ინტერპრეტაციისა და კონცეფციის ყველა იმ მიმართულების კვლევა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში; იმ საფრთხეების გამოვლენა, რაც შეიძლება საგულდაგულოდ იყოს "შეფუთული და პერსპექტივაში სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდეს როგორც საქართველოში მცხოვრები ხალხებისათვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, ასევე ზოგადად საქართველოს, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.
კვლევაში განხილულ იქნა რუსეთის პოლიტიკის ისეთი მიმართულებები როგორიებიცაა:
- რუსეთის დიპლომატიური აქტივობები საქართველოს წინააღმდეგ;
- რუსეთის ე.წ. "თანამემამულეების დაცვის პოლიტიკა";
- რუსეთის საკონსულო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში;
- რუსეთის მედია და საქართველო;
- 2008-2009 წ.წ. კიბერომი საქართველოს მიმართ;
- რელიგიის ფაქტორის გამოყენება რუსეთის მიერ "რბილი ძალის კონტექსტში;
- კულტურა, განათლება, მეცნიერება და საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორც რუსეთის "Soft Power--ის განხორციელების ინსტრუმენტი;
კვლევაში განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე.
კვლევის შედეგები ასახულ იქნა წიგნში Soft Power - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში (2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი), რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2011 წლის 29 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.
პრეზანტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კონრად ადენაუერის ფონდი.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)