2011 წლის 17 ოქტომბერს ქ. თბილისის 157-ე სკოლაში შედგა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" ფარგლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე.
წიგნი განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის. წიგნის მიზანს წარმოადგენს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.
წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს.
პროექტის ფარგლებში წიგნები გავრცელდა ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საჯარო სკოლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)