გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2010 წლის მარტიდან ივნისის ბოლომდე ხორციელდებოდა პროექტი "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით".
პროექტის პარტნიორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შალვა რჩეულიშვილის სახელობის ფონდი "ადვოკატი".
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".
პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, სტუდენტი ახალგაზრდობის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან ღია ლექციებისა და შეხვედრების მოწყობით.
პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა:
- სტუდენტური რესურსების მობილიზება არჩევნების პოპოულარიზაციისათვის;
- სტუდენტი-ახალგაზრდობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
- სტუდენტი-ახალგაზრდობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოს მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების თაობასა და საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით;
- სტუდენტობის ჩართულობის ხელშეწყობა თბილისში არჩევნების მიმდინარეობისა და მონიტორინგის პროცესში (მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მუშაობაში);
- სტუდენტთა პოზიციის დაფიქსირება - რამდენად შეესაბამებოდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
პროექტის ფარგლებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

2. არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში
3. არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში
4. ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები ლატვიაში

5. შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან

6. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან
7. ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან
8. სტუდენტური კონფერენცია

ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)