შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართ

რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართწლის 27 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კვლევის შედეგების პრეზენტაცია

„რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართ“, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილ იქნა კვლევის შედეგების მიხედვით გამოცემული წიგნი „The “Humanitarian Dimension” of Russian Foreign Policy Toward Georgia, Ukraine, Moldova and the Baltic States “.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კვლევაში მონაწილე საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობიდან, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.

შერატონ მეტეხი პალასი :: საერთაშორისო კვლევის შედეგების პრეზენტაცია შერატონ მეტეხი პალასი :: საერთაშორისო კვლევის შედეგების პრეზენტაცია შერატონ მეტეხი პალასი :: საერთაშორისო კვლევის შედეგების პრეზენტაცია 

კონფერენციის მისასალმებელ ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ თენგიზ ფხალაძე- გეოპოლიტიკური კვლევების საერთასორიოს ცენტრის თავმჯდომარე, ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეის მოადგილე და ანდის კუდორსი - აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის თავმჯდომარე .

სემინარის დასაწყისში მოკლედ იქნა მიმოხილული კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია და წიგნის სტრუქტურა, რომელიც წარმოადგინა, კვლევის მონაწილემ და წიგნის რედაქტორმა გატის პელნენსმა (აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი).

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იქნა კვლევის მონაწილე თითოეული ქვეყნის მიმართ რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტის“ ზემოქმედება და შედეგები. მომხსენებელთა შორის იყვნენ:

თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტიკური კვლევების საერთასორისო ცენტრი; ბ-ნი ელგუჯა გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპებლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; ოლექსეი ჰარანი - კიევ-მოგილოვოს სახელმწიფო უნივრსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა; დმიტრო კონდრატენკო - კიევ-მოგილოვოს სახელმწიფო უნივრსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა; რადუ ვრაბიე - მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია; ანდის კუდორსი - აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის თავმჯდომარე (ლატვია); გრეტა მონიკა ტუჩკუტე - გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე (ლიტვა); კაარელ კაასი - თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი);

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია კვლევებში ასახული თემების მიხედვით.

დისკუსიაში მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობდნენ:

მისი აღმატებულება ტომას ლუკი (ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში); ელინა ლანგე - ნატო-საქართველოს პროფესიული გავნითრების პროგრამის წარმომადგენელი, ელგუჯა გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ეიტნე მაკდერმოტი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი და სხვ.

მომხსენებლებმა უპასუხეს მოწვეულ სტუმართა შეკითხვებს პრეზენტაციაში წარმოდგენილი თემების მიხედვით.

დისკუსიის დროს ხაზი გაესვა პრეზენტაციაში წარმოდგენილი თემების აქტუალურობასა და მნიშვნელობას როგორც საქართველოს ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info