დასრულდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" მეორე ეტაპი. პროექტის ამ ეტაპზე ორგანიზაციამ გაზრდილი ტირაჟით დაბეჭდა (33 000 ეგზემპლარი) წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" და პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადასცა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ახალციხის, გორის, მცხეთის, რუსთავის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის და ყვარელის საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასელებს.
წიგნი განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის. წიგნის მიზანს წარმოადგენს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.
წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)