დასრულდა საერთაშორისო კვლევა “რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული ასპექტი” საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ”.
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წამყვანი კვლევითი ცენტრების ექსპერტებმა _ აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (ლატვია), გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი (ლიტვა), თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია (მოლდოვა), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), კიევ-მოგილიოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა (უკრაინა).
კვლევა განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის (ლატვია) ინიციატივით.
საქართველოში კვლევა განხორციელდა “გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის მიერ”.
კვლევა განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” და ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ონდის NED) მხარდაჭერით.
პროექტის მიზანი იყო რუსული საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულებისა და ე.წ. “რბილი ძალის” - Soft Power –ის მოქმედების მექნიზმების შესწავლა.
კვლევა მიმდინარეობდა 5 მიმართულებით:
- ადამიანის უფლებათა დაცვის რუსული პრაქტიკა;- რუსეთის პოლიტიკა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ;
- საკონსულო ურთიერთობები;
- თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში;
- რუსული მედიის ზეგავლენა მეზობელი ქვეყნებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კულტურა, განათლება, მეცნიერება, საზღვარგარეთ თანამემამულეთა ინტერესების დაცვა, საკონსულო ურთიერთობები და მედია წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებს. ამ საშუალებებს ოფიციალური მოსკოვი მუდმივად იყენებს მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენის გასაძლიერებლად. “თანამემამულეთა ინტერესების დაცვა” სწორედ ის მოტივია, რითაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი შეირაღებული ძალები შემოიყვანა. რაც შეეხება “რბილი ძალის” რუსულ კონცეფციას, ის განსხვავდება Soft Power -ის ტრდიციული ინტერპრეტაციისაგან. ეს არის ის ინსტრუმენტი, რითაც კრემლი საკუთარი საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახდენს. დასავლური და რუსული “რბილი ძალის” (Soft Power) სხვაობა უპირველეს ყოვლისა არის ჭიდილი დასავლურ ღირებულებებსა და “ველიკორუსულ ფასეულობებს” შორის.
ეს არის ამ მიმართულებით ჩატარებული პირველი კვლევა, სადაც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული ასპექტის სხვადასხვა ქვეყნებზე ზემოქმედების შედეგების შედარებითი ანალიზია წარმოდგენილი.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა 2009 წლის 27 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“.
ამავე დღეს მოხდა კვლევის შედეგებზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია: The “Humanitarian Dimension” of Russian Foreign Policy Towards Georgia, Moldova, Ukraine and the Baltic States.”
კვლევის შედეგების დასკვნითი პრეზენტაცია შედგა 2009 წლის 4 დეკემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში.
კვლევის მხარდამჭერი ორგანიზაციებია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).
კვლევის კონცეპტუალური შედეგები
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტების კვლევამ და მათი იმპლიმენტაციის კონკრეტული მაგალითების შესწავლამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რუსეთის ამბიციები ზესახელმწიფოებრიობაზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში რეგიონული ლიდერის სტატუსის მოპოვება რუსეთისათვის საკუთარი ამბიციების განხორციელების პირველი ნაბიჯია. ამ მიზანს ემსახურება როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტები, ასევე ის ინსტრუმენტები, რომლითაც მოსკოვი საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებს. რუსეთის მიერ ევრო საბჭოში შესვლისას ნაკისრი ვალდებულებების იგნორირება ნათლად მიანიშნებს, რომ რუსეთისათვის ჯერ კიდევ მიუღებელია უარის თქმა „ახლო საზღვარგარეთზე“, როგორც საკუთარი ზეგავლენისა და განსაკუთრებული ინტერესების სფეროზე. თავის უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობებში რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებული ზეწოლის მექანიზმების ფართო სპექტრს - დაწყებული ეკონომიკური სანქციებით (უკრაინა), დამთავრებული სამხედრო ძალის გამოყენებით (საქართველო).
- მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს ე.წ. „რბილი ძალას“ (Soft Power) ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებთან ერთად კომბინაციაში. Soft Power -ის მეშვეობით მოსკოვი ცდილობს ხელი შეუწყოს პრო-რუსულად განწყობილ ჯგუფებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები. საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად კრემლს მომზადებული აქვს „მორალური და სამართლებრივი არგუმენტების“ მთელი ნუსხა, რომელსაც იგი ადგილებზე პრორუსული აქტივობების გასაძლიერებლად და მეზობელ ქვეყნებში სასურველი შიდა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად იყენებს.
- საერთაშორისო არენაზე რუსეთი ცდილობს მოახდინოს საკუთარი ნების დეკლარირება იბრძოლოს ადამიანის უფლებების დასაცავად დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, მაგრამ რეალობაში იგი იბრძვის საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ამის ნათელი მაგალითია მოლდოვა - მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვამ დააკმაყოფილა რუსეთის კატეგორიული მოთხოვნები „თანამემამულეთა ინტერესების დაცვის“ სფეროში, მოსკოვი მაინც აგრძელებს უხეშ ჩარევას მოლდოვას საშინაო საქმეებში.
- რუსული პასპორტები სულ უფრო და უფრო ხშირად გაიცემა საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ პირებზე. იმავდროულად, უფრო და უფრო იხვეწება ასეთი პასპორტიზაციისა და მსგავსი არალეგალური ქმედებების განხორციელების მექანიზმები (მაგალითისათვის „თანამემამულის სერთიფიკატის“ შემოღება), რომლითაც კრემლი ცდილობს მაქსომალური ზეგავლენა მოიპოვოს მეზობელ საზელმწიფოებში მცხოვრებ რუსულენოვან მოქალაქეებზე.
- ე.წ. „რბილი ძალის“ (Soft Power) იმპლემენტაცია ხდება ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით. რუსეთის ფედერაციის საელჩოები და ფონდი „რუსსკი მირ“ პირდაპირ იყენებენ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტს უცხო ქვეყნებში ასეთი პროექტების დასაფინანსებლად. მსგავსი ჰუმანიტარული აქტივობები სხადასხვა ქვეყნებში ხორციელდება პრორუსული ორგანიზაციების მიერ და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების საინფორმაციო მხარდაჭერით.
- რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და უცხო ქვეყნებში არსებული პრორუსული ორგანიზაციები გამოიყენება საპარატისტული ტენდენციების მხარდასაჭერად (საქართველო, მოლდოვა), ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსაპოვებლად (უკრაინა, ლატვია) და ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკის იმპლიმენტაციის „მოკავშირეთა ჯგუფების“ ინტერესების მხარდაჭერას.
- რუსეთის „თანამემამულეთა დაცვის“ პროგრამა ხელს არ უწყობს (პირიქით, ხელს უშლის) მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას ამ სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ნაწილობრივ განპირობებულია დასავლური და რუსული ღირებულებების (დემოკრატია და ავტორიტარიზმი) კონფლიქტით. რუსული ღირებულებების სისტემა ეფუძნება II მსოფლიო ომში მისი განსაკუთრებული როლის ისტორიულ ინტერპრეტაციას. მოსკოვი აშკარა ზეწოლას ახდენს და ემუქრება იმ ქვეყნებს (უკრაინა და ბალტიის ქვეყნები), რომლებიც არ ეთანხმებიან რუსეთის ასეთ ინტერპრეტაციას.
რუსეთის „თანამემაულეთა მხარდაჭერის“ პოლიტიკის შედეგად წარმოშობილი რისკებისა და საფრთხეების შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის მეზობელი ქვეყნებისათვის. აღნიშნული დიდ წვლილს შეიტანს ამ ქვეყნების უსაფრთხოების, დემოკრატიზაციისა და საერთო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მიმართულებით.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)