ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

პროექტები

NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებდა პროქეტს: NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO -ს როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორის შესახებ ცნობიერების ამაღლება სტუდენტებს შორის.

პროექტის ამოცანა იყო იმ ქვეყნების გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარება, რომელთაც ასევე გაიარეს რეფორმების პროცესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, განიცდიდნენ რუსეთის მხრიდან ზეწოლას და როგორ გადალახეს ეს პროცესი, როგორ მიაღწიეს საზოგადოების კონსოლიდაციას და როგორ გახდნენ ალიანსის წევრი. ასევე, მნიშვნელოვანი იყოს იმ ქვეყნების გამოცდილების მოსმენა, რომლებიც NATO-ში უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტორებს წარმოადგენენ - როგორია ალიანსში ურთიერთთანამშრომლობის პროცესი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართებით, როგორ არის გადანაწილებული ვალდებულებები წევრ ქვეყენებს შორის ამ მიმართებით.

 

ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ

ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ

2017 წლის 16 დეკემბერს, სტეფანწმინდაში, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და ორგანიზაცია ქართველი დელეგატები მსოფლიოსთვის პროექტის პარგლებში ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ.

ლექცია შეეხო ორგანიზაციის მისიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, NATO - საქართველოს პარტნიორობას, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს და ა.შ.

   

"მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- ბოსნიის და კოსოვოს მაგალითები.

მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა

2017 წლის 14-17 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით,  გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- ბოსნიის და კოსოვოს მაგალითები.

   

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ2016 წლის ნოემბერ - დეკემბერში პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

ქალები მშვიდობისა და თავდაცვისათვის

ქალები მშვიდობისა და თავდაცვისათვის2016 წლის 11-12 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსიო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: ქალები მშვიდობისა და თავდაცვისათვის.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო  თბილისისა და რეგიონის ლიდერი ქალებისათის ცნობიერების ამაღლება ნატო-ს, როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორის შესახებ.

   

სემინარი: მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა

სემინარი: მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა2016  წლის 14-17 აპრილს  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით, სასტუმრო "მარკო პოლოში"(გუდაური), გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- კვიპროსის და დნესტრისპირეთის მაგალითები.

   

საჯარო დისკუსია: "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში

საჯარო დისკუსია: "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში2014 წლის 17 დეკემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში.

დისკუსიის თემები იყო: რა არის "რუსული სამყაროს" ("რუსკი მირ"-ის) კონცეფცია? როგორ უკავშირდება ის ევრაზიანიზმის იდელოგიას? გააჩნია თუ არა "რუსულ სამყაროს" კულტურული და ეკონომიკური შინაარსი? თუ ის მხოლოდ პოლიტიკური იდეაა, რომლის მიზანი რუსული იმპერიის ან საბჭოთა კავშირის სხვა ფორმით აღდგენაა? რამდენად წარმატებულია რუსეთის მიერ "რბილი ძალის" გამოყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში? "რბილი ძალის" რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საქართველოში? რამდენად წარმატებულია რუსული "რბილი ძალა" ევროკავშირისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ? თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ხისტ ძალას ემყარება?

   

სემინარი "NATO-ს პოლიტიკა და დღის წესრიგი"

27-28 ნოემბერს "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა ორდღიანი სემინარი საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებისათვის "NATO-ს პოლიტიკა და დღის წესრიგი".

სემინარის ძირითადი მიზანი იყო რეგიონის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება NATO-ს პოლიტიკისა და დღის წესრიგის: NATO-საქართველოს ურთიერთობის, NATO-ს უელსის სამიტის შედეგების, საქართველოსა და რეგიონის წინაშე მდგარი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

   

გვერდი 2, სულ 5

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form