პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
   
Text Size

საჯარო დისკუსია: "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში

საჯარო დისკუსია: "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში2014 წლის 17 დეკემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში.

დისკუსიის თემები იყო: რა არის "რუსული სამყაროს" ("რუსკი მირ"-ის) კონცეფცია? როგორ უკავშირდება ის ევრაზიანიზმის იდელოგიას? გააჩნია თუ არა "რუსულ სამყაროს" კულტურული და ეკონომიკური შინაარსი? თუ ის მხოლოდ პოლიტიკური იდეაა, რომლის მიზანი რუსული იმპერიის ან საბჭოთა კავშირის სხვა ფორმით აღდგენაა? რამდენად წარმატებულია რუსეთის მიერ "რბილი ძალის" გამოყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში? "რბილი ძალის" რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საქართველოში? რამდენად წარმატებულია რუსული "რბილი ძალა" ევროკავშირისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ? თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ხისტ ძალას ემყარება?

მომხსენებლები:

დევიდ სატერი, რუსეთის მკვლევარი, წარსულში მედიაკორესპონდენტი მოსკოვში, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის შესახებ სამი წიგნის ავტორი; თანამშრომლობს ჰადსონის ინსტიტუტთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტთან.

""რუსული იდეის" მნიშვნელობა და შედები"

ანდრეი ილარიონოვი, კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მთავარი მკვლევარი (ქ. ვაშინგტონი, აშშ), ეკონომიკის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის "ეკონომიკური ანალიზის ცენტრის" პრეზიდენტი (მოსკოვი).

"რუსული სამყარო და ანტირუსული ომი"

კორნელი კაკაჩია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი "შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოში იდეოლოგიური ბრძოლის მოგება?"

მოდერატორი: თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ღონისძიება წარმოადგენს პროექტის "საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის" ნაწილს და დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form