ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
   
Text Size

"მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- ბოსნიის და კოსოვოს მაგალითები.

მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა

2017 წლის 14-17 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით,  გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- ბოსნიის და კოსოვოს მაგალითები.

სემინარის მეთოდოლოგია დაფუძნებულია პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე კონფლიქტების ანალიზსა და მოლაპარაკებების ინსტრუმენტების განხილვაზე. პროცესს უძღვებოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებიდან მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ექსპერტები.

ვოლვგანგ პეტრიჩი - მარშალის გეგმის ფონდის პრეზიდენტი, ჰერბერტ კელმანის კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვენა, ავსტრია; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კოსოვოში (1998-1999); კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი რამბულიესა და პარიზში (1999); ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბოსნიასა და ჰერჰოგოვინაში (1999-2002).

პავლე დიმიტრიევიჩიესპერტი;

ტატიანა პოპოვიჩი - ექსპერტი.

სემინარს ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან; კრიზისების მართვისა და უსაფრთოხოების საბჭოდან; საგარეო საქმეთა სამინისტროდან; თავდაცვის სამინისტროდან; შინაგან საქმეთა სამინისტროდან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან; საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან.

ტრენინგის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით CMI-სა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form