შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსის დაჯილდოების ცერემონია

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსის დაჯილდოების ცერემონია2014 წლის 4 აპრილს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი მიერ ორგანიზებული "ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი" თავდაცვის სამინიტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ოფიციალურად დასრულდა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ირაკლიალასანიამ და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

"იყო მრავალმხრივი განხილვები, კონკრეტული დიალოგები და დისკუსიები, როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე, სამხედრო დიპლომატიის, სამხედრო პროტოკოლის და თავდაცვის მენეჯმენტის საკითხებზე. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს მიეცათ კიდევ უფრო ღრმა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, თუ როგორ უნდა იმართოს თავდაცვის სისტემა და სწორი ანალიზი გაუკეთდეს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ შექმნილ გეოპოლიტიკურ გარემოს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის 20-მა თანამშრომელმა გეოპოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება, კონფლიქტები და დიპლომატია, დიპლომატიური პროტოკოლი და საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტი, თავდაცვა და უსაფრთხოება, დაზვერვის თეორია და სტრატეგიული რისკის ანალიზი  შეისწავლეს.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

საკითხების განხილვა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. ექვსი თვის განმავლობაში კურსის მონაწილეებს ლექციებს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები უკითხავდნენ. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კურსის დასრულების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე, ასევე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წევრები დაესწრნენ.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form