შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებდა პროქეტს: NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO -ს როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორის შესახებ ცნობიერების ამაღლება სტუდენტებს შორის.

პროექტის ამოცანა იყო იმ ქვეყნების გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარება, რომელთაც ასევე გაიარეს რეფორმების პროცესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, განიცდიდნენ რუსეთის მხრიდან ზეწოლას და როგორ გადალახეს ეს პროცესი, როგორ მიაღწიეს საზოგადოების კონსოლიდაციას და როგორ გახდნენ ალიანსის წევრი. ასევე, მნიშვნელოვანი იყოს იმ ქვეყნების გამოცდილების მოსმენა, რომლებიც NATO-ში უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტორებს წარმოადგენენ - როგორია ალიანსში ურთიერთთანამშრომლობის პროცესი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართებით, როგორ არის გადანაწილებული ვალდებულებები წევრ ქვეყენებს შორის ამ მიმართებით.

პროექტის მიზნის მისაღწევად გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა მოწყო 6 შეხვედრა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და NATO ს წევრი ქვეყნების ელჩებმა ჩაატარეს შეხვედრები შემდეგ თემებზე: რა არის NATO, NATO-ს გადაწყევტილების მიღების პროცესი, ქვეყნების რეფორმები ინტეგრაციის გზაზე, ალიანსის წინაშე მდგარი ამოცანები და გამოწვევები, რამდენად დაცული და წარმატებულია თითეული ქვეყანა NATO ში გაწევრიანების შემდგომ.

შეხვედრებში მონაწილება მიიღეს საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა; ლიტვის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩებმა. შეხვედრებს ესწრებოდნენ გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის თეოლოგიური სემინარიის, გორის ეი-სი სკოლის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტიდენტები. შეხვედრები მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში და სტუდენტებს შესაძლებობა ქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info