2016 წლის 11-12 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსიო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: ქალები მშვიდობისა და თავდაცვისათვის.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო თბილისისა და რეგიონის ლიდერი ქალებისათის ცნობიერების ამაღლება ნატო-ს, როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორის შესახებ.
ამ მიზნის განსახორციელებლად, ორგანიზატორებმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოიწვიეს სხავადასხვა სფეროში მოღვაწე ლიდერი ქალები რათა გამართულიყო დისკუსია შემდეგ თემებზე:
- ნატო, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი: მისია და ფუნდამენტური ამოცანები;
- ნატო-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
- 21-ე საუკუნის უსაფრთხოების საერთო გამოწვევები;
- ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა;
- ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები საქართველოსთვის; თანამშრომლობა პოლიტიკურ და სამხედრო სფეროში;
- ქალთა როლი მშვიდობისა უსაფრთხოების საკითხებში; გამოცდილების გაზიარება;
- ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამოცდილება პარტნიორი ქვეყნებისაგან;
- ნატო-ს სახალხო დიპლომატიის პრიორიტეტები.
სპიკერთა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.
ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებისათვის შედგა სემინარის მონაწილეთა შეხვედრა საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, ტომას პერნიცკისთან.
სემინარის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)