პარასკევი, თებერვალი 23, 2018
   
Text Size

რიგის კონფერენცია

რიგის კონფერენცია

2011 წლის 16-17 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში რიგით მე-6 ევროპის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დიდ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს პოლიტიკური, საქმიანი და სამეცნიერო, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს  უსაფრთხოების, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე დისკუსისათვის.

   

კრინიცის 21-ე ეკონომიკური ფორუმი

კრინიცის 21-ე ეკონომიკური ფორუმი 2011 წლის 7-9 სექტემბერს  პოლონეთის ქალაქ კრინიცაში გაიმართა რიგით 21-ე ეკონომიკური ფორუმი. ფორუმის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

   

საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი".

საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი".2011 წლის 3 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოსადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია ჩატარდა თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი". დისკუსიის ფარგლებში გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის „რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოს მიმართ (2008 წლის ომისშემდგომი პერიოდი)" პრეზენტაცია.

   

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" პარტნიორია

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" პარტნიორია2011 წლის 5 ივნისს  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძესა და  და  "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" თავმჯდომარეს რიჩარდ ბერაგს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ოფიცილურად გახდა ალიანსის პარტნიორი ორგანიზაცია.

   

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის პრეზენტაცია გაიმართაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდული ცენტრის" ინიციატივით გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში (2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი) პრეზენტაცია.

   

სამხრეთ კავკასიის ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში

სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში2010 წლის 25-26 ნომბერს ბრიუსელში გაიმართა სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში. შეხვედრების ძირითადი თემატიკა იყო ლისაბონის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები. ქართული დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

   

კიევის უსაფრთხოების ფორუმი

კიევის უსაფრთხოების ფორუმი2010 წლის 11-12 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა რიგით მე-4 უსაფრთხოების ფორუმი. ფორუმი ორგანიზებული იყო ფონდ „ღია უკრაინის“ ინიციატივით. ფორუმზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონისა და საერთო ევროპული უსაფრთხოებს ძირითადი პრობლემები.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს ფორუმზე წარმოადგენდა თენგიზ ფხალაზე, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე :  შავი ზღვის გეოპოლიტიკა - დილემა და პერსპექტივები.

 

 

 

კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი 
   

გვერდი 9, სულ 12

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form