ორშაბათი, აპრილი 23, 2018
   
Text Size

სამხრეთ კავკასიის ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში

სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში2010 წლის 25-26 ნომბერს ბრიუსელში გაიმართა სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში. შეხვედრების ძირითადი თემატიკა იყო ლისაბონის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები. ქართული დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

   

კიევის უსაფრთხოების ფორუმი

კიევის უსაფრთხოების ფორუმი2010 წლის 11-12 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა რიგით მე-4 უსაფრთხოების ფორუმი. ფორუმი ორგანიზებული იყო ფონდ „ღია უკრაინის“ ინიციატივით. ფორუმზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონისა და საერთო ევროპული უსაფრთხოებს ძირითადი პრობლემები.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს ფორუმზე წარმოადგენდა თენგიზ ფხალაზე, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე :  შავი ზღვის გეოპოლიტიკა - დილემა და პერსპექტივები.

 

 

 

კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი 
   

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში19-23 ოქტომბერს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქ კიევს სტუმრობდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

   

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე2010 წლის 1 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

   

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე2010 წლის 30 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

   

პროექტი - „სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“.

პროექტი - „სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“.2010 წლის 24 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პრინციპების დონეზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. ონისძიება განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.
   

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი2010 წლის 10-11 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფორუმს - რიგის კონფერენციას. კონფერენციის უდიდეს მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ იგი აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო   მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და წარმოადგენს მიმდინარე ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებში ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლის ფართო ასპარეზს.

   

გვერდი 10, სულ 13

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form