2016 წლის 14 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა "საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის" პროექტის თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში ექსპერტებთან განხილვა.
კონცეფციის სამუშაო ვერსია წარმოადგინა პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ. განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ანა დოლიძე, ეროვნული გვარდიის მეთაური ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები.
კონცეფციის პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია - არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)