პარასკევი, აპრილი 26, 2024
   
Text Size

ექსკლუზივი

ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები

ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობებიარასრულწლოვანთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მათ გარკვეული ასაკის დადგომისას?

რა პასუხისმგებლობები არსებობს თუ ისინი არსებულ კანონმდებლობას დაარღვევენ?

 

 

 

 

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013)

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

26 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ძირითად ასპექტებზე. თენგიზ ფხალაძემ დილის გადაცემაში ისაუბრა პრემიერ-მინისტრისა და ექსპერტების 25 სექტემბრის შეხვედრის შესახებაც.




 

წყარო: www.radiotavisupleba.ge

   

რაც შიდა ქართლში ხდება, ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გარდა, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის გამოცდაა

რაც შიდა ქართლში ხდება, ხელისუფლებისა და მისი დასავლელი პარტნიორების გარდა, საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის გამოცდააშიდა ქართლში რუსეთის ე.წ. სადემარკაციო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სადემარკაციო სამუშაოების წარმოების გამო აჟიოტაჟი სავსებით გასაგები მიზეზების გამო არ ცხრება. მომხდარზე რუსეთს თავისი ახსნა - განმარტება აქვს, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ შიდა ქართლში რუსეთის აქტიურობა შემთხვევითი სულაც არ არის. თქვენი აზრით, რას უკავშირდება შიდა ქართლში რუსეთის სასაზღვრო ძალების აქტიურობა ?

- რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის და რუსეთი გააგრძელებს საქართველოზე ზეწოლას. იგი ეცდება, გამოიყენოს ყველა საშუალება იმის პროპორციულად, რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო თავის დასავლურ ინტეგრაციაში. ჩვენ სულ ახლახან ძალიან სერიოზული დაპირება მივიღეთ, როდესაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად მოახდენს ვილნიუსში ევროკავშირის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და იმივდროულად მიეცემა შანსი, უკვე მომავალ წელს ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ამაზე რუსეთი თავისი ჩვეული ფორმებითა და ტაქტიკით პასუხობს. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ქმედებებსა და ტაქტიკაში არაფერი შეცვლილა.

   

მოკლედ ევრაზიული კავშირის შესახებ

მოკლედ ევრაზიული კავშირის შესახებბოლო დროს ბევრი იწერება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე და რატომღაც ყველა მხოლოდ 2010 წელს იხსენებს. ამ იდეის ისტორია გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდიდან იწყება და იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით მოჩანს.

იდეა სათავეს იღებს მე 20 საუკუნის რუსი (საბჭოთა) ფილოსოფოსების, "კლასიკური ევრაზიელების", ტრუბეცკის, სავიცკისა და ვერნადსკის შრომებიდან, რაც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ეტაპობრივ გარდაქმნას ევრაზიულ კავშირად. ამ თემაზე მუშაობდა აკადემიკოსი ანდრეი სახაროვიც. 1989 წელს მან (ანატოლი სობჩაკთან და გალინა სტაროვოიტოვასთან ერთად) სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობას წარუდგინა ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის პირველი დეტალიზირებული პროექტი, რაც გულისხმობდა სსრკ-ს ტრანსფორმაციას ახალი ტიპის "რბილ ფედერაციაში". პროექტი ითვალისწინებდა 50-მდე სუბიექტის გაერთიანებას ახალ სახელმწიფოში. სუბიექტებად მოიაზრებოდა სსრკ-ში შემავალი ყველა რესპუბლიკა და ავტონომია, გარდა ბალტიის სახელმწიფოებისა. იმ პერიოდის პოლიტიკური კონიუნქტურა არ იძლეოდა ამ პროექტის რეალიზაციის საშუალებას და პროექტმა ტრანსფორმაცია განიცადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) იდეაში.

   

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მარტო პრემიერი და ისიც მხოლოდ პრესკონფერენციებზე, არ უნდა საუბრობდეს

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მარტო პრემიერი და ისიც მხოლოდ პრესკონფერენციებზე, არ უნდა საუბრობდესრა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ მიმართვებს, რა სურათს მივიღებთ შიდა პოლიტიკაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა და თუ მათი განხორციელება ვერ მოხერხდა. ასევე, რატომ ვერ ახერხებს ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან ეფექტურ და დროულ კომუნიკაციას, "ინტერპრსნიუსი" გეოპოლიტიკურ კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

   

ფეხს ხშირად სწორ ადგილზე და იქ ვიმტვრევთ, სადაც ამის თავიდან აცილება შესაძლებელია

ფეხს ხშირად სწორ ადგილზე და იქ ვიმტვრევთ, სადაც ამის თავიდან აცილება შესაძლებელია

უკანასკნელ დღეებში ქართული პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის " ძალიან მძიმე შეცდომად " შეაფასა რუსეთის სპეცსამსახურების რეზიდენტის, ჯავახეთში სომხური სეპარატისტული მოძრაობა " ჯავახქის " ლიდერის, ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლება. ამ ბრალდების საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ " პატიმრების გათავისუფლებასა და დაჭერას არ განსაზღვრავს ". უმრავლესობის ლიდერები ჩახალიანის გათავისუფლებაზე ხმაურს " არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად " მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რადგან ჩახალიანს, ისევე როგორც სხვა პატიმრებს, ამნისტია შეეხო. თქვენ როგორ აფასებთ ჩახალიანის გათავისუფლებას და რამდენად სავარაუდოა, რომ მისი ციხიდან გამოსვლა ჯავახეთში ვითარებას დაძაბავს ?

   

ატლანტიკური დილემა და საქართველოს გამოწვევები

ატლანტიკური დილემა და საქართველოს გამოწვევები "ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ინტენსიური ინტეგრაციის, კონკურენციისა და პარტნიორობის გზაზე შემდგარი მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონია"-ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ჰამილტონი, რომელმაც 7 დეკემბერს ფორუმი სახელწოდებით " ძალაუფლების ტრანსატლანტიკური დილემები"-გახსნა. მონაწილეთა შორის ევროპის სახელმწიფოთა და აშშ მთავრობების არაერთი მოქმედი თუ ყოფილი გამოჩენილი წევრი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელი იყო.

განხილვების აქცენტი ევროპასა და ამერიკას შორის თანამშრომლობის სფეროებზე და წინააღმდეგობრივ მხარეებზე მოდიოდა არსებული მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე. ესენი იყო ატლანტიკის ორივე მხარეს საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორთა ლიდერობა და მზარდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების გააქტიურება, ემიგრაცია, ევროპის შესაძლებლობები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევებთან ბრძოლა, ინდივიდუალური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ვითარება, ინოვაცია და სხვა. მოხსენება საქართველოს წინაშე მდგარი შესაძლებლობებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გააკეთა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ბარამიძემ. დამსწრე ექსპერტად კი მოწვეული იყო საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე.

   

2012 წელი და 2013 წლის პირველი ნახევარი რუსეთისთვის კავკასიაში პროვოკაციების განხორციელებისთვის კარგი დროა

2012 წელი და 2013 წლის პირველი ნახევარი რუსეთისთვის კავკასიაში პროვოკაციების განხორციელებისთვის კარგი დროა

აშშ-ში პრეზიდენტ პუტინის ჩაუსვლელობისა და სოჭში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტებთან"გამართული შეხვედრების მიზეზებსა და მიზნებზე; რამდენად ადეკვატურად რეაგირებს დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ამბიციებზე და არსებული საფრთხეების პირობებში, სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის სტრატეგია,"ინტერპრესნიუსი"გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

   

გვერდი 2, სულ 3

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info