ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2019
   
Text Size

პროექტები

რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა

რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა2012 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორცილებდა კვლევას „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ  თენგიზ ფხალაძე, თორნიკე შარაშენიძე (საქართველო), ანდის კუდორსი (ლატვია) და ოლექსი ჰარანი (უკრაინა). კვლევის შედეგად გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“.

 

 

ტრენინგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დასრულდა.

 

 

 

 

   

"უსაფრთხოების ბარომეტრი" – პრესკონფერენცია უკრაინაში

"უსაფრთხოების ბარომეტრი" – პრესკონფერენცია უკრაინაში2012 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა პროექტის "უსაფრთხოების ბარომეტრი" მეორე ნაწილის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან თენგიზ ფხალაძე და თორნიკე შარაშენიძე, და, უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმირ ჩუმაკი.

   

ტრენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიგეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაიწყო.  მსმენელები გაივლიან "გეოპოლიტიკის", "პოლიტიკური რისკის ანალიზის", "მოლაპარაკებების ხელოვნების", "დაზვერვის თეორიის", "კონფლიქტებისა და დიპლომატიისა", ასევე "კვლევის მეთოდებისა და პრეზენტაციების ხელოვნების" ლექციათა კურსს.

   

ნატო-ს სემინარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის

ნატო-ს სემინარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის

2012 წლის 20-21 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა სემინარი საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.

სემინარზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები; ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის  შედეგები; 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეები და გამოწვევები; რეგიონული პროექტების გააქტიურება მნიშვნელობა და რეგიონების როლი ალიანსთან დაახლოების საკითხში და ა.შ.

   

სამშვიდობო პროექტის "Together" დახურვის საზეიმო ცერემონია

სამშვიდობო პროექტის "Together" დახურვის საზეიმო ცერემონია

2012 წლის 16 ივნისს, ბიზნეს ცენტრ "კალასში"გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა სამშვიდობო პროექტის "Together" ("ერთად") დახურვის საზეიმო ცერემონია.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების "ევროპული ინტეგრაცია" (სომხეთის რესპუბლიკა), "ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება" (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და "სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტი"-ს (მთ. ყარაბაღის რეგიონი) მიერ.

პროექტის პარტნიორი საქართველოში "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი".

პროექტის მხარდამჭერი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სამშვიდობო პროცესებში კულტურისა და ხელოვნების, შოუ ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვა, რაც შემდგომში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ  საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში.

   

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" მეორე ეტაპი დასრულდა

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" მეორე ეტაპი დასრულდა

დასრულდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" მეორე ეტაპი. პროექტის ამ ეტაპზე  ორგანიზაციამ გაზრდილი ტირაჟით დაბეჭდა (33 000 ეგზემპლარი) წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" და პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადასცა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ახალციხის, გორის, მცხეთის, რუსთავის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის და ყვარელის  საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასელებს.

   

პროექტი "კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო  პოლიციის სისტემის რეფომირებისათვის"

პროექტი "კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო  პოლიციის სისტემის რეფომირებისათვის"საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარება

2011 წლის 28-30 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის ორგანიზებით საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის დელეგაცია უკრაინის "რადას",  შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების შემადგენლობით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის  გამოცდილების გაცნობა და გაზიარება უკრაინის საგზაო  პოლიციის სისტემის რეფომირებისათვის.

   

გვერდი 3, სულ 4

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form