შაბათი, ივნ 23, 2018
   
Text Size

პროექტები

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის კურსზე მოწვეული სპიკერები

ალექსანდრე რონდელი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი;

ზურაბ ბიგვავა - ფსიქოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი;

ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

 

ლექციები, პრეზენტაციები, დისკუსიები ეროვნული უსაფრთოებისა და დიპლომატიის სპეც. კურსზე

ჩვენი ლექტორები:

თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ილიას სახ. უნივერსიტეტის ლექტორი

თორნიკე შარაშენიძე - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის უფროსი მკვლევარი უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი.

   

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი

ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი2013 წლის 16 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი დაიწყო. კურსის ფარგლებში, გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოისმენენ ლექციებს ეკონომიკური უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის, კონფლიქტებისა და დიპლომატიის, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნების, დიპლომატიური პოლიტიკისა და ეტიკეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დაზვერვის თეორიის, პოლიტიკური რისკის ანალიზის შესახებ.

   

უსაფრთხოების ბარომეტრი

უსაფრთხოების ბარომეტრი

2012 წლის აპრილიდან 2013 წლის მარტამდე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS) უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტთან (UIPP) ერთად ახორცილებდა პროექტს -  - „უსაფრთხოების ბარომეტრი“ - საქართველო-უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რეგიონული გამოწვევების მონიტორინგი და წინასწარი ანალიზი.

კვლევის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა 4 კვარტალური ანგარიში, რომელთა პრეზენტაციებიც გაიმართა თბილისსა და კიევში. კვლევის საბოლოო შედეგები წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 14 მარტს ქ. თბილისში და 2013 წლის 1 აპრილს ქ. კიევში.

   

რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა

რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა2012 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორცილებდა კვლევას „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ  თენგიზ ფხალაძე, თორნიკე შარაშენიძე (საქართველო), ანდის კუდორსი (ლატვია) და ოლექსი ჰარანი (უკრაინა). კვლევის შედეგად გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“.

 

   

ტრენინგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დასრულდა.

 

 

 

 

   

"უსაფრთხოების ბარომეტრი" – პრესკონფერენცია უკრაინაში

"უსაფრთხოების ბარომეტრი" – პრესკონფერენცია უკრაინაში2012 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა პროექტის "უსაფრთხოების ბარომეტრი" მეორე ნაწილის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შესახებ პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მხრიდან თენგიზ ფხალაძე და თორნიკე შარაშენიძე, და, უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვლადიმირ ჩუმაკი.

   

ტრენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიგეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაიწყო.  მსმენელები გაივლიან "გეოპოლიტიკის", "პოლიტიკური რისკის ანალიზის", "მოლაპარაკებების ხელოვნების", "დაზვერვის თეორიის", "კონფლიქტებისა და დიპლომატიისა", ასევე "კვლევის მეთოდებისა და პრეზენტაციების ხელოვნების" ლექციათა კურსს.

   

გვერდი 2, სულ 4

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form