2014 წლის 17 დეკემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "რუსული სამყაროს" კონცეფცია - რუსული "რბილი ძალა" პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოსა და ევროკავშირში.
დისკუსიის თემები იყო: რა არის "რუსული სამყაროს" ("რუსკი მირ"-ის) კონცეფცია? როგორ უკავშირდება ის ევრაზიანიზმის იდელოგიას? გააჩნია თუ არა "რუსულ სამყაროს" კულტურული და ეკონომიკური შინაარსი? თუ ის მხოლოდ პოლიტიკური იდეაა, რომლის მიზანი რუსული იმპერიის ან საბჭოთა კავშირის სხვა ფორმით აღდგენაა? რამდენად წარმატებულია რუსეთის მიერ "რბილი ძალის" გამოყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში? "რბილი ძალის" რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი საქართველოში? რამდენად წარმატებულია რუსული "რბილი ძალა" ევროკავშირისა და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ? თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ხისტ ძალას ემყარება?
მომხსენებლები:
დევიდ სატერი, რუსეთის მკვლევარი, წარსულში მედიაკორესპონდენტი მოსკოვში, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის შესახებ სამი წიგნის ავტორი; თანამშრომლობს ჰადსონის ინსტიტუტთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან და ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტთან.
""რუსული იდეის" მნიშვნელობა და შედები"
ანდრეი ილარიონოვი, კატონის ინსტიტუტის გლობალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის მთავარი მკვლევარი (ქ. ვაშინგტონი, აშშ), ეკონომიკის დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის "ეკონომიკური ანალიზის ცენტრის" პრეზიდენტი (მოსკოვი).
"რუსული სამყარო და ანტირუსული ომი"
კორნელი კაკაჩია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი "შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოში იდეოლოგიური ბრძოლის მოგება?"
მოდერატორი: თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი.
ღონისძიება წარმოადგენს პროექტის "საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის" ნაწილს და დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)