2013 წლის 22-25 აპრილს თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში სლოვაკეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში.
22-23 აპრილს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში. პროექტის მონაწილეებმა სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანთან, ელჩ პეტერ ბურიანთან განიხილეს რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები. შეხვედრები შედგა ასევე თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში.
შეხვედრები ორგანიზებული იყო ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საქმეთა ცენტრის (CENAA) მიერ.
25 აპრილს პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტისა (PISM) და ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საქმეთა ცენტრის (CENAA) თანამშრომლობით გაიმართა დახურული სემინარი თემაზე „რეგიონული დინამიკა სამხრეთ კავკასიაში: დასკვნები ევროკავშირისა და ნატო-სათვის“.
სემინარზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები, ნატო-სა და ევროკავშირის საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მოდელები, ასევე ვიშეგრადის ჯგუფის პოლიტიკა რეგიონთან მიმართებაში.
ორივე ქვეყანაში გამართულ ღონისძიებებზე თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში თემებზე: უსაფრთხოების რეფორმები საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, საქართველოს როლი ISAF-ის მისიაში და სხვა.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)