პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში

უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში2013 წლის  22-25 აპრილს თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში  სლოვაკეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში.

22-23 აპრილს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სლოვაკეთის საგარეო  და ევროპულ   საქმეთა სამინისტროში. პროექტის მონაწილეებმა სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანთან, ელჩ პეტერ ბურიანთან განიხილეს რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები. შეხვედრები შედგა ასევე თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში.

შეხვედრები ორგანიზებული იყო ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საქმეთა ცენტრის  (CENAA) მიერ.

25 აპრილს პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტისა (PISM) და ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საქმეთა ცენტრის  (CENAA) თანამშრომლობით გაიმართა დახურული სემინარი თემაზე „რეგიონული დინამიკა სამხრეთ კავკასიაში: დასკვნები ევროკავშირისა და ნატო-სათვის“.

სემინარზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები, ნატო-სა და ევროკავშირის საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის მოდელები, ასევე ვიშეგრადის ჯგუფის პოლიტიკა რეგიონთან მიმართებაში.

 ღონისძიება :: უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში   ღონისძიება :: უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში  

ორივე ქვეყანაში გამართულ ღონისძიებებზე თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში თემებზე: უსაფრთხოების რეფორმები საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, საქართველოს როლი ISAF-ის მისიაში და სხვა.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form