2010 წლის 24 მაისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო "შერატონ - მეტეხი პალასში" გაიმართა სტუდენტების შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრა განხორციელდა პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.
პროექტის თანახმად, თბილისის ხუთ უმაღლეს სასწავლებელში წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, შეკითხვაზე "მერობის რომელ კანდიდატთან ისურვებდით შეხვედრას?", სტუდენტების ხმათა უმრავლესობა 4-მა კანდიდატმა - გიგი უგულავამ (ნაციონალური მოძრაობა), ირაკლი ალასანიამ (ალიანსი საქართველოსთვის), გიორგი ჭანტურიამ (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) და გოგი თოფაძემ (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) მიიღო. თუმცა, შეხვედრას გიგი უგულავა არ დაესწრო, რამაც სტუდენტური საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
მერობის კანდიდატებმა დამსწრე სტუდენტებს თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამები გააცნეს და არჩევნებში თავიანთ უპირატესობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
"შერატონ - მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიის და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა.
შეხვედრა განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)