ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან2016 წლის 9 დეკემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა "წარმატებული ინტაგრაცია - ლიტვის მაგალითი". დისკუსიის დროს ლიტვის ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ლიტვის ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის, რეფორმებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე რუსეთის მხრიდან თანამედროვე საფრთხეებისა და მათი პრევენციის გარანტიებზე.

დისკუსია არის პროექტის: "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" - ნაწილი. პროექტის ძირითადი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნატო-ს შესახებ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხევდრებისა და საჯარო დისკუსიების გზით, მათი ქვეყნების ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form