2011 წლის 13-14 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის სემინარი სახალხო დიპლომატიის თემაზე. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უკრაინის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მაკედონიის, მონტენეგროს, ფინეთის და სერბიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
სემინარის მონაწილენი შეხვდნენ ალიანსის ოფიციალური პირებს. სემინარზე განხილულ იქნა ნატოს 2012 წლის ჩიკაგოს სამინტის დღის წესრიგის საკითხები, ნატოს ე.წ. გონივრული თავდაცვის ასპექტები, ნატოს მისია ავღანეთში, პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის მექანიზმები და საშუალებები და ა.შ.
სემინარში მონაწილეობას იღებდა გეოპოლიტიკური კვლევევების საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიშვილი.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)