ოთხშაბათი, დეკემბერი 07, 2022
   
Text Size

სამშვიდობო პროცესები ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება

სამშვიდობო პროცესები ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება

2021 წლის 5-7 ნოემბერს სასტუმრო ბორჯომი - ლიკანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „სამშვიდობო პროცესი ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება. ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი“.

სამი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტის ისტორიულ კონტექსტზე, სამშვიდობო პროცესების სხვადასხვა ეტაპებზე, არაფორმალური მოლაპარაკებების როლსა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების ჩართულობაზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სესიები, სადაც ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესებში საკუთარი როლისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სამშვიდო პროცესებზე გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორცილედება 2015 წლიდან ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინებით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form