სამშაბათი, ნოემბერი 12, 2019
   
Text Size

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი2010 წლის 10-11 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფორუმს - რიგის კონფერენციას. კონფერენციის უდიდეს მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ იგი აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო   მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და წარმოადგენს მიმდინარე ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებში ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლის ფართო ასპარეზს.

რიგის წლევანდელი მე-5 კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოდგენდა გზა გაეხსნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მაღალი დონის საერთაშორისო დისკუსიებისათვის.

წელს რიგის კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის საერთაშორისო პროფილის გაძლიერება, დასავლეთისათვის გლობალური ეკონომიკური კრიზისისაგან დაცვის მექნიზმები, ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფცია და რეფორმათა აუცილებლობა, წარმატებები რუსეთის მიმართ „გადატვირთვის “ პოლიტიკაში, ნატო-ს მისიის მომავალი ავღანეთში და ენერგო რესურსების ძიების პოლტიკის აღორძინება.

რიგის ფორუმს ესწრებოდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე. კონფერენციის ფარგლებში შედგა შეხვედრები ფორუმის მონაწილე პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.

კონფერენციის ორგანიზატორები: ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაცია, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლატვიის თავდაცვის სამინისტრო.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form