სამშაბათი, ნოემბერი 12, 2019
   
Text Size

პროექტი: “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით”

პროექტი: “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით”გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2010 წლის მარტიდან ივნისის ბოლომდე ხორციელდებოდა პროექტი "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით".

პროექტის პარტნიორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შალვა რჩეულიშვილის სახელობის ფონდი "ადვოკატი".

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".

პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, სტუდენტი ახალგაზრდობის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან და პოლიტიკოსებთან ღია ლექციებისა და შეხვედრების მოწყობით.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • სტუდენტური რესურსების მობილიზება არჩევნების პოპოულარიზაციისათვის;
  • სტუდენტი-ახალგაზრდობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
  • სტუდენტი-ახალგაზრდობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოს მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების თაობასა და საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით;
  • სტუდენტობის ჩართულობის ხელშეწყობა თბილისში არჩევნების მიმდინარეობისა და მონიტორინგის პროცესში (მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მუშაობაში);
  • სტუდენტთა პოზიციის დაფიქსირება - რამდენად შეესაბამებოდა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები2010 წლის 30 მარტს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა თბილისში NDI-ის ოფისში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".

 

2. არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში

არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში2010 წლის 29 აპრილს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისოცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის წევრის ოლექსი ჰარანის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში".

 

3. არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში

არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში2010 წლის 5 მაისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიევიჩუსის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში".

 

4. ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები ლატვიაში

2010 წლის 10 მაისს, ადგილობრივი არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან პრეზენტაცია წარმოადგინა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ლექტორმა ანტონს პეტროვსკისმა.

 

5. შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან

შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან2010 წლის 24 მაისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო "შერატონ - მეტეხი პალასში" გაიმართა სტუდენტების შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრა განხორციელდა პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

 

6. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან2010 წლის 4 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

 

7. ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

2010 წლის 7 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცესკოს ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

 

8. სტუდენტური კონფერენცია

010 წლის 30 ივნისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე "2010 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები". ასევე პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" შედეგების შეჯამება.

 

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form