ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

პროექტი : “Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

პროექტი : “Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

(2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი)

პროექტის მიმდინარეობის პერიოდი 2010 წლის აპრილი - 2011 წლის მარტი.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი Soft Power-ის ე.წ. "რბილი ძალის თეორიის კრემლისეულ ინტერპრეტაციისა და კონცეფციის ყველა იმ მიმართულების კვლევა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში; იმ საფრთხეების გამოვლენა, რაც შეიძლება საგულდაგულოდ იყოს "შეფუთული და პერსპექტივაში სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდეს როგორც საქართველოში მცხოვრები ხალხებისათვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, ასევე ზოგადად საქართველოს, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.

კვლევაში განხილულ იქნა რუსეთის პოლიტიკის ისეთი მიმართულებები როგორიებიცაა:

  • რუსეთის დიპლომატიური აქტივობები საქართველოს წინააღმდეგ;
  • რუსეთის ე.წ. "თანამემამულეების დაცვის პოლიტიკა";
  • რუსეთის საკონსულო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში;
  • რუსეთის მედია და საქართველო;
  • 2008-2009 წ.წ. კიბერომი საქართველოს მიმართ;
  • რელიგიის ფაქტორის გამოყენება რუსეთის მიერ "რბილი ძალის კონტექსტში;
  • კულტურა, განათლება, მეცნიერება და საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორც რუსეთის "Soft Power--ის განხორციელების ინსტრუმენტი;

კვლევაში განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე.

კვლევის შედეგები ასახულ იქნა წიგნში Soft Power - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში (2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი), რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2011 წლის 29 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

პრეზანტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კონრად ადენაუერის ფონდი.

Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში 
Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში 

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form