პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
   
Text Size

კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილების გაზიარება

კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილების გაზიარება

ვიზიტი უკრაინაში

5-8 ივლისი, 2012 წ

2012 წლის 6-7 ივლისს პროექტის "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო პოლიციის რეფორმირებისათვის" მეორე ეტაპი გაიმართა უკრაინის დედაქალაქ კიევში. პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვას შსს-ს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან კიევში იმყოფებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე, ამავე ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდერე ბოლქვაძე და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი ვლადიმერ ფიცხელაური.

პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრები უკრაინის "რადას" ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ბევზთან, ასევე უკრაინის შსს ეროვნულ აკადემიაში, უკრაინის შსს საგზაო პოლიციის დეპარტამენტში და შსს-ს ქ. კიევის მომსახურეობის სააგენტოში.

შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა უკრაინის საგზაო პოლიციის წინაშე მდგარ პრობლემებზე, რეფორმების მიმდინარეობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელთაგან უპირველესად აღინიშნა ანტიკორუფციული საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება, უწყებათაშორისი უთანხმოება და გართულებული ბიუროკრატიული პროცედურები, დაფინანსების სიმწირე, რაც არ იძლევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  განახლებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას.

ვიზიტის ბოლო დღეს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია უკრაინის მედიასაშუალებების მონაწილეობით და მრგვალი მაგიდა - უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას შსს და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლების მონაწილეობით.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form