შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - „ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში“ - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი

2021 წლის 9 დეკემბერს სასტუმტო „რუმსში“ გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის მორიგი სამუშაო სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: „ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი. სემინარის თემა შერჩეულ იქნა პირველი სემინარის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 26 ოქტომბერს.

ჩრდილოეთ ირლანდიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ მოლაპარაკებების პროცესში, სემინარის დამსწრე პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს მიაწოდეს ინფორმაცია მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლების გადანაწილებისა და ჩართულობის (მათ შორის ქალთა ჩართულობის) საკითხებზე, მიღწეულ შეთანხმებებზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე; სამშვიდობო პროცესებში საკუთარი როლისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.

სემინარზე „საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებისა და მშვიდობის მშენებლობის ინიციატივის“ - CIPCR-ს ექპერტის მიერ განხილული იქნა ჩრდილოეთ ილანდიის კონფლიქტის მხარეები, მოლაპრაკებების ეტაპები და „ვნების/დიდი პარასკევის“ ხელშეკრულება“ , ასევე, პოლიტიკურ ძალთა შორის ხელისუფლების გადანაწილების ფორმულა, რომელიც მიღწეულ იქნა ამ შეთანხმების შედეგად. სემინარის მეორე ნაწილში მონაწილეებმა მოუსმინეს ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ასევე სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის ქალთა პარტიების და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკის, ძალთა თანაფარდობის, მიღწევების და გამოწვევების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველო ექსპერტებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2021 წელს. პროექტის მიზანია ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კონფლიქტის ისტორიის, სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ; გამართონ დიკუსია აღნიშნულ საკითხებზე.

კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინებით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form