2022 წლის 6 აპრილს გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის რიგით მესამე სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - ნდობის აღდენის მექანიზმები, თემთა შორის დიალოგი.
მოწვეულმა სპიკერებმა სემინარის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კვიპროსის კონფლიქტის ისტორიისა და მოლაპარაკებების დინამიკაზე; წარმატებებსა და გამოწვევებზე. მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულმა მხარეებმა ისაუბრეს და მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება ნდობის აღდგენის მექანიზმებსა და თემთა შორის დიალოგზე; მესამე მხარის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე სამშვიდობო პროცესში; გაერო-ს სამშვიდობო პროგრამების შესახებ და მათ როლზე კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში“.
სემინარი ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველო ექსპერტებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2021 წელს. პროექტის მიზანია ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კონფლიქტის ისტორიის, სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ; გამართონ დიკუსია აღნიშნულ საკითხებზე.
კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინებით.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)