ორშაბათი, აგვისტო 26, 2019
   
Text Size

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები"

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" 17 ოქტომბერს ქ. თბილისის 157-ე სკოლაში  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე.

წიგნი განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის. წიგნის მიზანს წარმოადგენს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

წიგნში  საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო  გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.

 გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი :: ჩემი უფლებები და მოვალეობები   გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი :: ჩემი უფლებები და მოვალეობები   გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი :: ჩემი უფლებები და მოვალეობები  
 გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი :: ჩემი უფლებები და მოვალეობები   გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი ::  ჩემი უფლებები და მოვალეობები   გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი :: ჩემი უფლებები და მოვალეობები  

წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს.

წიგნის გამოცემა განხორცილედა გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form