2010 წლის 29 აპრილს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისოცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის წევრის ოლექსი ჰარანის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში".
შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებანი, უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი პოლიტიკური შეხედულებანი, უკრაინის არჩევნების შედეგები და საერთაშორისო საზოგადებრიობის შეფასება. ასევე საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპ. კორპუსის წარმომადგენლები - ვლდისლავ ლომაკო საქართველოში უკრაინის ელჩის მოადგილე, ფერენც ჰაგატო - უნგრეთის საელჩოს პირველი მდივანი, ორესია ლუტცევიჩი - ევროპის სახლი.
პროექტის პარტნიორები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, "შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანისუფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი."
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)