2010 წლის 5 მაისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიევიჩუსის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში".
შეხვედრაზე განხილული იქნა ლიტვის საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს თავისებურებანი, ლიტვის არჩევნების ისტორია და ტრადიციები, ლიტვის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები (სეიმის არჩევნები, პრეზიდენტის არჩევნები, ადგილობრივი (მუნიციპალური საბჭოების) არჩევნები, ევროპარლამენტის არჩევნები);
არჩევნების თემის განხილვისას მომხსენებელი შეეხო ისეთ პრობლემას, როგორიცაა ლიტვაში ამომრჩეველთა რიცხვის მკვეთრი კლებადობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც მისი აზრით მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორით აიხსნება, თუმცა აღინიშნა რომ ქვეყანაში გატარდა მთელი რიგი სპეციალური პროექტებისა, რომლებსაც მთავრობა და სამოქალაქო სექტორი მიმართავს ამომრჩეველთა გააქტიურებისა და მათი საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნერიუს მალიუკევიჩუსმა უპასუხა შეხვედრის მონაწილეთათვის საინტერესო კითხვებს, გაიმართა დისკუსია.
დისკუსიაზე განხილული იქნა საქართველოსა და ლიტვაში ამომრჩეველთა ნაკლები აქტიურობის მიზეზები და მისი დაძლევის გზები, სტუდენტების ინტერესი გამოიწვია, ხომ არ არსებობს ლიტვაში სეპარატისტული პარტიები, რომელთაც სურთ ქვეყნის რომელიმე კუთხის განსაკუთრებულ სტატუსის მინიჭება ან მისი სხვა ქვეყანასთან დაკავშირება. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ელექტრონული ფორმით ხმის მიცემის შესახებ თემამ, როგორ არჩევნების უფრო გამარტივებულად და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარების საშუალებამ.
შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, "შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი."
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)