პარასკევი, მარტი 29, 2024
   
Text Size

არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივა ”სამოქალაქო მანიფესტი”

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ერთგული ვართ რა მიუკერძოებლობის, ადამიანთა უფლებების დაცვის პატივისცემისა და განსხვავებული აზრის, ასევე არაძალადობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურისადმი ჩვენს პირადულ და პროფესიულ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღებას.

არსებულ ვითარებაში ჩვენ მოწმენი ვხდებით არა მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული კონფრონტაციის გაღრმავების, არამედ ქვეყნის მთლიან პოლიტიკურ სპექტრში მისი გადაწყვეტის კონსტრუქციული მიდგომების არ არსებობის, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი საზოგადოების პარალიზებას გამოიწვევს. არსებული ჩიხური ვითარების გაგრძელება საქართველოს დააბრუნებს მისი განვითარების დაწყებით ეტაპზე, მაშინ როდესაც ქვეყნის წინაშე დგას რიგი დაბრკოლებელისა და გამოწვევებისა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლს არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის, არამედ ჩვენი მომავლის იმგვარი ხედვის შემუშავებაში რომელიც ორიენტირებული არის სამოქალაქო ფასეულებებზე და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვმოქმედებთ არა მხოლოდ როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებული სუბიექტები, არამედ როგორც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიისწრაფიან მშვიდობისა და ეროვნული თანხმობისაკენ. ჩვენ ვხედავთ ჩვენსა და თქვენს როლს კონსტრუქციული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ფორმირების პროცესში.

  • ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი ინფორმაცია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისაგან ქვეყნის განვითარების მათეული ხედვის შესახებ რათა ბრმად არ გაიზიარონ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური ხედვები.
  • ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი მიზანად ვისახავთ:
  • გამოვიდეთ როგორც რესურსი რომელიც ხელს შეუწყობს არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას საბოლოო ჯამში სამოქალაქო თანხმობის დამყარებასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების უშუალო ჩართულობას
  • საქართველოში სტაბილურობის დამყარების ხელშწყობის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
  • განახორციელოს დამოუკიდებელი კომპლექსური მონიტორინგი თუ რამდენადაა დაცული საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებების უფლება ასვე დააკვირდეს ყველა იმ სუბიექტების ქმედებებს, რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ მიზნით შესაბამისი გარანტიების გაღებაზე
  • პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საკითხებზე მოქალაქეთათვის თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის მიზნით შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა
  • საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე დაბალანსებული და ზუსტი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა



ინიციატივა ღიაა სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისათვის რომლებიც იზიარებენ პროგრამის ღირებულებებს

  • ხელმომწერი ორგანიზაციები:
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კონსტიტურ უფლებათა დაცვის ცენტრი
  • კავკასიის ქალთა ქსელი
  • თანასწორობის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  • კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი
  • საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
  • კავშირი “21-ე საუკუნე”
  • კანონი ხალხისთვის
  • კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

 

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form