2018 წლის 8 აგვისტოს "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის" მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ბანერები ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით "ესტონეთის ომის მუზეუმში" გამოიფინა. ღონისძიება სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და მის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, თავდაცვის, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.
გამოფენა ომის მუზეუმში 2 თვის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ბანერების ორიგინალები გამოფენილია გორის ოკუპაციის მუზეუმში.
ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი".
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)