2009 წლის 27 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება საერთაშორისო კვლევის „რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტი“ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ“, შედეგების პრეზენტაცია
დასრულდა საერთშორისო კვლევა „რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტი“ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ“, რომელიც გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრმა განახორციელა ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინისა და მოლდოვის კვლევით ცენტრებთან ერთად. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტისა“ და „Soft Power“-ის მოქმედების მექანიზმების შესწავლას საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართ.
2009 წლის 27 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ზემოაღნიშნული კვლევის შედეგად გამოცემული წიგნის „The “Humanitarian Dimension” of Russian Foreign Policy Toward Georgia, Moldova, Ukraine and the Baltic States“ პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობენ ხელმძღვანელები პროექტში ჩართული ექვსი ქვეყნის კვლევითი ცენტრებიდან -
აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (ლატვია), გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი (ლიტვა), თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია (მოლდოვა), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), კიევ-მოგილიოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა (უკრაინა).
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის ინიციატორია „აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრი“ (ლატვია);
პრეზენტაციის ორგანიზატორია „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“; ღონისძიება ხორციელდება ფონდ - „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და “>დემოკრატიის ეროვნული ფონდის - NED” მხარდაჭერით.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)