ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტი“

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული ასპექტი2009 წლის 27 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება საერთაშორისო კვლევის „რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტი“ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ“, შედეგების პრეზენტაცია

დასრულდა საერთშორისო კვლევა „რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტი“ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ“, რომელიც გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრმა განახორციელა ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, უკრაინისა და მოლდოვის კვლევით ცენტრებთან ერთად. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის „ჰუმანიტარული ასპექტისა“ და „Soft Power“-ის მოქმედების მექანიზმების შესწავლას საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნების მიმართ.

2009 წლის 27 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ზემოაღნიშნული კვლევის შედეგად გამოცემული წიგნის „The “Humanitarian Dimension” of Russian Foreign Policy Toward Georgia, Moldova, Ukraine and the Baltic States“ პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობენ ხელმძღვანელები პროექტში ჩართული ექვსი ქვეყნის კვლევითი ცენტრებიდან -

აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (ლატვია), გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი (ლიტვა), თავდაცვითი კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ესტონეთი), მოლდოვის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია (მოლდოვა), გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), კიევ-მოგილიოვოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ანალიზის სკოლა (უკრაინა).

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის ინიციატორია „აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრი“ (ლატვია);

პრეზენტაციის ორგანიზატორია „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“; ღონისძიება ხორციელდება ფონდ - „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და “>დემოკრატიის ეროვნული ფონდის - NED” მხარდაჭერით.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form