ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
   
Text Size

ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი: ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი ეკონომიკური სისტემები

ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი: ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი ეკონომიკური სისტემები

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში აქტიურად დაიწყო ახლი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ფორმირება, გლობალიზაციის პირობებში ცალკეულ სახელმწიფოთამნიშვნელობა სულ უფრო შემცირდა და წინა პლანზე წამოიწია სახელმწიფოთა ისეთმა გაერთიანებებმა, როგორიცაა უკვე დიდი გამოცდილების მქონე ევროკავშირი და ახლად ფორმირებადი ევრაზიული კავშირი.

ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველა ბაზარი კარგია, ევროკავშირი იქნება ეს თუ ევრაზიული კავშირი, მაგრამ მნიშვნელოვანია გაანალიზდეს თითოეულ მათგანში გაწევრიანების ეკონომიკურ-პოლიტიკური შედეგები და პერსპექტივები. აუცილებელია ქვეყნების გადაწყვეტილება, შეუერთდეს ამა თუ იმ ეკონომიკურან/და პოლიტიკურ გაერთიანებას, გაანალიზდეს საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის ჭრილში.

ევროკავშირი წარმოადგენს მრავალდონიან ეკონომიკურ-პოლიტიკური ინტეგრაციის ფორმას, რომლის იურისდიქცია ევროპის 28 სახელმწიფოზე ვრცელდება. კავშირს გააჩნია უნიკალური ინსტიტუციური სტრუქტურა, სადაც წარმოდგენილი დამოუკიდებელი ორგანოები ფუნქციურად ერთმანეთს ავსებენ, ამავე დროს თითოეულ მათგანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსკლუზიური უფლებები და შესაბამისი პასუხისმგებლობები გააჩნიათ.

ევროკავშირის შექმნის საწყის პერიოდში წევრი სახელმწიფოები საკუთარიმაკროეკონომიკური პოლიტიკით უზრუნველყოფდნენ ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაციას და ბაზრები საკუთარი რესურსებით ახერხებდნენ ფუნქციონირებას. კრიზისული ვითარებისას წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ამცირებდნენ საპროცენტო განაკვეთებს, რათა ხელი შეეწყოთ კაპიტალდაბანდების პროცესისა და სამომხმარებლო ბაზრის განვითარებისათვის, ხოლო სახელმწიფოები საკუთარი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ამცირებდნენ გადასახადებს ან/და ზრდიდნენ სახელმწიფო ხარჯებს როგორც ინფრასტრუქტურისა და სოციალური უზრუნველყოფის განვითარებისთვის, ისე ადმინისტაციული აპარატის შენახვისთვის. ეკონომიკური კანონმდებლობების ურთიერთჰარმონიზაციამ წევრ ქვეყნებს შორის გააძლიერა ევროპის ინტეგრაცია სასაქონლო, მომსახურებების, შრომისა და კაპიტალის ბაზრებზე, რამაც ხელი შეუწყო შრომის ბაზრების დაყოფას, საწარმოო ძალების გაძლიერებასა და საწარმოო ხარჯების მოცულობის შემცირებას. ზემოაღნიშნულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროკავშირი მოწინავე ეკონომიკად აქცია. მან ჩამოიტოვა ისეთი დიდი ეკონომიკები როგორიცაა აშშ და იაპონია. ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, საერთო ბაზრის, ეკონომიკური და სავალუტო კავშირების შექმნისას ეკონომიკაში ჩამოყალიბდა ნეოლიბერალური მიდგომები. აღნიშნული ცვლილების მიზეზად კლაუს ბუში თავის სტატიაში (ბუში, 2010) ასახელებს გლობალურიეკონომიკურიკრიზისისშედეგადგაჩენილუმუშევრობისადაინფლაციის მაღალ დონეს. ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო პროცესებში მინიმუმამდე დაიყვანა. სახელმწიფოს ფუნქციად ეკონომიკაში განისაზღვრა მხოლოდ ე.წ. "საბაზრო ჩავარდნის" აღმოფხვრა. შესაბამისად, მთავრობის მიერ გაწეული ხარჯი შემცირდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებებით, თუმცა უცვლელი დარჩა ადმინისტრაციული ხარჯები, მეტიც, გაიზარდა კიდეც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე მიდგომის პირობებში მონეტარული პოლიტიკისმთავარამოცანადინფლაციისთავიდანაცილება განისაზღვრა. ფულის მასის ზრდა ხდება წარმოების ზრდასთან ერთად. შესაბამისად, სახელმწიფო ეკონომიკურ ციკლზე გავლენის მიზნით, არ იყენებს მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ხოლო ფისკალური პოლიტიკის ამოცანას ეკონომიკაში მომარაგების ფაქტორების განსაზღვრა წარმოადგენს.

რაც შეეხება ერთიან ბაზარს და ერთიან ეკონომიკას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავისუფალი არიან საბაჟო, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადებისა და დამატებითი მოსაკრებლებისაგან. ამასთანავე ხელშეკრულების გაფორმებით წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ შესაბამისი ეკონომიკების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ეკონომიკური პოლიტიკის ფორმულირებისა და იმპლემენტაციის გზით ხელს შეუწყობენ ეკონომიკური რეფორმების პროცესს.

ევროკავშირი ცდილობს სხვადასხვა ეკონომიკური ინსტრუმენტებითსავაჭრო ურთიერთობები განავითაროს მეზობელ რეგიონებთან, არამეზობელ პარტნიორებთან და ამით საკუთარი ეკონომიკური ჰეგემონია უფრო მეტად გაამყაროს მსოფლიო ბაზარზე. ევროკავშირი აწესებს სავაჭრო შეთანხმებებს და აქტიურად თანამშრომლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, არამედ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთანაც. პარალელურ რეჟიმში აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარუფლებიანი და თანაბარრესურსიანი წევრი სახელმწიფოები ქმნიან ძალთა ბალანსს, რის შედეგადაც კავშირში გადაწყვეტილებები ყოველთვის ურთიერთშეთანხმებით მიიღება. კავშირის წევრი სახელმწიფოთა დამოუკიდებელი ფისკალური პოლიტიკა ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკის საჭიროებებს და გადაწყვეტილებებს ეფექტიანს ხდის. ამდენად, ევროკავშირის უპირატესობებია:

  • უნიკალური ინსტიტუციური მოწყობა;
  • საერთო დიდი ბაზარი;
  • ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების მაღალი დონე;
  • სავაჭრო შეთანხმებები მეზობელ რეგიონებთან;
  • ძალთა ბალანსი გადაწყვეტილებების მიღებაში;
  • ფინანსური დახმარების სისტემა;
  • ფისკალური დეცენტრალიზაცია;
  • ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანი რეგულირების მექანიზმების არსებობა;
  • სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • ტექნოლოგიური განვითარების მაღალი დონე;

მიუხედავად მთელი რიგი უპირატესობებისა, ევროკავშირის ეკონომიკურ სისტემას გარკვეული სახის ნაკლოვანებებიც გააჩნია. ამის დასტურია ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლის შედეგადაც გაჩენილ იარებს დღემდე იშუშებენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საერთო ბაზრის პირობებში საკუთარი ვალუტის რყევების შედეგად მნიშვნელოვნად ზარალდებოდნენ, რის გამოც 1991 წლის მონეტარული გაერთიანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ევროს გაცვლითი კურსი არ იძლევა კურსის მერყეობის თავიდან აცილების გარანტიას, თუმცა ზოგადად უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას ევროზონის ქვეყნებში. ამჟამად ევროზონის თითოეული წევრი ქვეყანა სარგებლობს ერთიანი ვალუტის უპირატესობებით და იზიარებენ მის უარყოფით ეფექტებსაც ანუ მოქმედებს პრინციპი "ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის". მაგალითად, როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა აქვეყნებს ინფორმაციას უმუშევრობის დონის ზრდის, იპოთეკური სესხების შემცირებისა და გაკოტრებული ბიზნეს-კომპანიების რიცხოვნობის ზრდაზე, იმთავითვე დოლარის გაცვლითი კურსი მკვეთრად ვარდება. მსგავსი რამ ემართება ერთიან ევროპულ ვალუტასაც, ეყრდნობიან რა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულ ინფორმაციას, დამატებით, ფორექსის ტრეიდერები მთელი მსოფლიოს მაშტაბით გადაწყვეტილებებს ევროს ყიდვის თაობაზე იღებენ იმის მიხედვით თუ რა ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს ევროზონის წევრ წამყვან ქვეყნებს. მაგალითად, თუ საფრანგეთსა და/ან გერმანიაში ნეგატიური სიგნალებია, მაშინ ევროს გაცვლითი კურსი ეცემა მიუხედავად იმისა, რომ ევროზონის დანარჩენ წევრ ქვეყნებში პოზიტიური ეკონომიკური სიგნალები ფიქსირდება.

ევროკავშირის ეკონომიკურ სისტემის კიდევ ერთი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფისკალური პოლიტიკების კოორდინაციისა და ურთიერთშეთანხმების მოქნილი მექანიზმი, რაც სერიოზულ ფისკალურ არასტაბილურობას ქმნის. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ცენტრალური ბანკის პარალელურად არსებობდეს ფისკალური პოლიტიკის მაკოორდინირებელი ცენტრი, რომელიც კრიზისების თავიდან აცილების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს და დაარეგულირებს ევროკავშირის არათანაბარი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებულ ფისკალურ პოლიტიკებს.მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბიუჯეტო პოლიტიკის კონტროლის არსებული მექანიზმები ქმედითუუნაროა და ვერ უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების მხრიდან ყალბი ინფორმაციის თავიდან აცილებას. ისინი ცდილობენ ევროგაერთიანების მოტყუებას და ციფრებით მანიპულირებას. ამრიგად, ევროკავშრის ნაკლოვანებებს წარმოადგენს:

  • ფისკალური პოლიტიკის არაკოორდინირებულობა;
  • საბიუჯეტო კონტროლის სისტემების არაეფექტიანობა;
  • ნაწილობრივი საერთო მონეტარული პოლიტიკა

ევრაზიული კავშირი წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისეთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის ფუძემდებლები არიან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი. მათ ეტაპობრივად შეუერთდა ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და 2014 წელს სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომლის მეცადინეობით 2011 წლის ნოემბერს რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს სამიზნე ხელშეკრულებას 2015 წლისათვის ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე. ევრაზიული გაერთიანების კონცეფციის გამჟღერებელი იყო ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც იდეა 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ტრიბუნიდან გაახმოვანა. ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებაში ასახული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა ევრაზიული ეკონომიკური კომისია, საკუთარი რეგლამენტით და შეიქმნა ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ერთიანი ეკონომიკური სივრცის მიზნად წევრ სახელმწიფოთა შორის საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომითი რესურსის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკურ, ფინანსურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკების ურთიერთშეთანხმება დასახელდა. ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად მოხდება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ერთმანეთთან დაკავშირება და საბოლოოდ პოლიტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფაც.

როგორც უკვე ვახსენეთ, ევრაზიული კავშირის შექმნის თარიღად 2015 წელი დასახელდა. მანამდე კი საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის მეშვეობით წევრ სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის გაღრმავების პროცესი მიმდინარეობს. ევრაზიული კავშირის ფარგლებში იგეგმება ისეთი ზესახელმწიფოებრივი ორგანოების ჩამოყალიბება როგორიცაა ევრაზიული პარლამენტი, საგარეო პოლიტიკური ქმედებების საკოორდინაციო საბჭო, მუდმივმოქმედი აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები და სხვ. ეკონომიკური მიმართულებით უკვე არსებობს ევრაზიული ეკონომიკური კომისია. იგეგმება საფინანსო, საინვესტიციო, სამხედრო მიმართულებით როგორც ზესახელმწიფოებრივი, ისე სახელმწიფოთა სუვერენიტეტს დაქვემდებარებული ინსტიტუტების ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა, კავშირის წევრი ქვეყნების ფინანსური ბაზრების რეგულირების ერთიანი ორგანოს შესაქმნელად და 2025 წლისთვის დაგეგმილია საფინანსო ბაზრების შესახებ კანონმდებლობის დაახლოებასთან ერთად ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს შექმნაც. თუ დავაკვირდებით ევრაზიული კავშირი ევროკავშირის მოდელის მიხედვით იქმნება, მაგრამ მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა.

ევრაზიული კავშირის ხსენებისასძირითადადეკონომიკურითემატიკაახაზგასმული, თუმცაყველათანხმდებაიმაზე, რომ მისი შექმნის მთავარი მიზანი პოლიტიკურია. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის წევრობისგან განსხვავებით, ევრაზიული კავშირის წევრობა გულისხმობს არა მხოლოდ თავისუფალ ბაზარს, საერთო საკანონმდებლო რეგულაციებს და საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ ურთიერთდახმარებას, არამედ წევრ ქვყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციის ბაზაზე და ერთიანი სამხედრო და პოლიტიკური ძალების შექმნას შიგა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ევრაზიული კავშირის თავდაცვის ცენტრად მოსკოვი განისაზღვრა.

მნიშვნელოვანია თავიდანვე აღინიშნოს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით რომელსაც დიდი ხნის არსებობის ისტორია გააჩნია, რთულია ევრაზიული კავშირის შეფასება, მისი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების განსაზღვრა, რამდენადაც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და მკაფიოდ არაა გაწერილი სამომავლო გეგმები. მიუხედავად ამისა, წევრი ქვეყნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გარკვეული შეფასებებისა და პროგნოზების გაკეთება.

ინსტიტუციური მსგავსების მიუხედავად, ევრაზიული კავშირი ევროკავშირისგან მაინც მნიშვნელოვნად განსხვავებული ტიპის კავშირი იქნება. ევროკავშირში წარმოდგენილნი არიან თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და პოლიტიკური ზეგავლენის მქონე სახელმწიფოები, რაც კავშირის გადაწყვეტილებებს ურთიერთშეთანხმებულს ხდის, ევრაზიულ კავშირში აშკარა დომინანტის როლს რუსეთი შეასრულებს და არ მოხდება დანარჩენი წევრი ქვეყნების ინტერესებისსათანადო გათვალისწინება. რუსეთს ყველა ამ სახელმწიფოსთან გაუთავებელი დავა და პრობლემები აქვს, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ არათანაბარუფლებიანი ურთიერთობებია.

ევრაზიული კავშირის უპირატესობების ანალიზისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საერთო ბაზარი და დანახარჯების შემცირება, რაც გააუმჯობესებს მომხმარებელთა და მწარმოებელთა მდგომარეობას, განავითარებს ვაჭრობას. კავშირში შემავალ სახელმწიფოებს შეეძლებათ ერთმანეთის შედარებითი უპირატესობის გამოყენება და საექსპორტო საქონლის ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიო საექსპორტო ბაზარზე მათ აქტიურ და კოორდინირებულ მოქმედებას. გაღრმავებული რეგიონული ინტეგრაცია განავითარებს მათ შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს, ხელს შეუწყობს მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაციას, შეამცირებს საქონლის ფასებს და განავითარებს კონკურენციას. თუმცა საბაჟო კავშრის შექმნა არ იყო აუცილებელი, რადგან დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ისედაც მიმდინარეობდა საბაჟო გადასახადის გარეშე ვაჭრობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაციის ეს ინიციატივა პოლიტიკური შინაარსისაა და არა ეკონომიკურ სარგებელზე ორიენტირებული.

ევრაზიული კავშირის შემთხვევაში ასევე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ბუნებრივ რესურსებთან წვდომა წარმოადგენს. რუსეთის პირველი პირის განცხადებით, კავშირის წევრი ქვეყნებისათვის რუსული გაზი და ნავთობი შეღავათიან ტარიფში იქნება შეთავაზებული. მსგავსი წინადადებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა უკრაინის გადმობირებას და ორ ალტერნატივას თავაზობდა: უარს იტყოდა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, გახდებოდა ევრაზიული კავშირის სრულფასოვანი წევრი და მიიღებდა გაზს შეღავათიან ტარიფში, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ტარიფი მაღლა აიწევდა. ამრიგად, ევრაზიული კავშირის უპირატესობები შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:

  • საერთო ბაზრის სიდიდე;
  • დანახარჯების შემცირება;
  • ბუნებრივ რესურსებთან წვდობა.

ევრაზიულიკავშირის ერთ-ერთ ძირითად ნაკლოვანებას წარმოადგენს კავშირში შემავალი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკური რეჟიმები, რაც მას საერთაშორისო არენაზე იმიჯს ულახავს, ამიტომაც დასავლეთი ევრაზიულ კავშირს საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის მცდელობად აფასებს და მის მიმართ ნეგატიურ პოლიტიკას ატარებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წევრი ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და პოლიტიკური ზეგავლენის დონეს შორის მკვეთრი დისბალანსია, რაც ნიშნავს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დიდ ალბათობას. ევრაზიული კავშირის შექმნა და მასში გაწევრიანება არის არა ქვეყნების მოსახლეობის სურვილი, არამედ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილება. გამომდინარე იქედან, რომ ავტორიტარული რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი ევრაზიული კავშირის სიმტკიცისა და ახალ პოლიტიკურ სივრცეში მისი ადაპტირების უნარის შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევრაზიულ კავშირს იდეოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. იგი არ გულისხმობს გარკვეულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოსვლასა და საერთო ფასეულობებისადმი ერთგულებას. კავშირის ძირითადი მიზანია, ნებისმიერ ფასად პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრაცია და ევროკავშირის საპირწონე ძალის შექმნა. ნიშანდობლივია, რომ კავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკური სიტემები კორუფციული სქემებითაა გაჯერებული, რომელიც არ აძლევს ეკონომიკას თავისუფალ პირობებში განვითარების საშუალებას და ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ კავშირის წევრ ქვეყნებში დღემდე არსებობს ნეკროეკონომიკური ელემენტები, რომელთა პრივატიზაცია არ მომხდარა და არც უცხოური ინვესტიციები შეხებია. შესაბამისად, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და მმართველობის არაეფექტიანი სტილი ქმნის მნიშვნელოვან მარწუხებს, რომლის თავიდან დაღწევა კიდევ უფრო გაჭირდება დანარჩენი სამყაროდან იზოლაციის პირობებში. ევრაზიულ კავშირში წარმოდგენილი ქვეყნების ეკონომიკის ძირითად შემოსავალს ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, გაზი, ხორბალი, რკინა და სხვა) ექსპორტი წარმოადგენს, რაც ბაზრის სუსტ დივერსიფიკაციაზე მიანიშნებს.

ევრაზიული კავშირის ნაკლოვანებები წარმოდგენილია შემდეგნაირად:

  • იდეოლოგიური საფუძვლის არ არსებობა;
  • ძალთა დისბალანსი გადაწყვეტილების მიღებაში;
  • კორუფციის მაღალი დონე;
  • გაურკვეველი მომავალი;
  • ნეკროეკონომიკურიელემენტები;
  • ბაზრის დივერსიფიკაციის დაბალი დონე;
  • მონეტარული სიმყიფე;
  • ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა და მართვის არაეფექტიანი სტილი;
  • დემოკრატიის დაბალი ხარისხი;
  • სოციალურ-ეკონომიკურიგანვითარებისსაგანგაშოპარამეტრები;
  • არაკონკურენტული ბაზარი;
  • შეზღუდული საკუთრების, ბიზნესისა და საინვესტიციო თავისუფლება;

ევროკავშირი, როგორცგაერთიანება ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოადგენს ბევრად უფროდიდ პლატფორმას ევრაზიულ კავშირთან შედარებით. ევროკავშირი წარმოადგენს 500 მლნ ბაზარს, რომლის მშპ დაახლოებით 12900 მილიარდ ევროს აღწევს და მსოფლიო მშპ–ს მეხუთედს შეადგენს. მაშინ როცა ამჟამინდელი საბაჟო კავშირი წარმოადგენს 170 მლნ-იან ბაზარს 1400 მლრდ-ანი მშპ. მსყიდველობითი უნარის პარიტეტში გამოსახული ევროკავშირის მშპ ევრაზიული კავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 6–ჯერ აღემატება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საქართველო მუდმივად ცდილობდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მათ შორის ევროკავშირის წევრობისთვის სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის წინაპირობას გარკვეული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების გატარება წამოადგენს, დაწესებულია მთელი რიგი კრიტერიუმები რისი დაკმაყოფილების გარეშე ევროკავშირის წევრობა შეუძლებელია, რისი აუცილებლობაც არ არსებობს ევრაზიული კავშრის შემთხვევაში. იგი ნებისმიერ ქვეყანას, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს წინაპირობებისა და დამატებითი მოთხოვნების გარეშე ეპატიჟება. ეს შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. იგი დამოკიდებულია კავშირისა და მასში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის შესაძლეობლობასა და მიზანზე.

საქართველო რეფორმების გატარებისათვის გარკვეული სახის შეღავათებს იღებდა როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისგან, ისე ევროკავშირისა და სხვა ეკონომიკური გაერთიანებებისაგან. 2000 წლიდან საქართველო სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით (Most-Favored-Nation) მსო-ს დანარჩენ 158 წევრ ქვეყანასთან. ჩვენ ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან და მეზობელ თურქეთთან. ამას გარდა, საქართველო ეკონომიკურითვალსაზრისით არის ისეთი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის ბენეფიციარი, როგორიცაა აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია და ნორვეგია. 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. მიუხედავად არსებული შეღავათებისა, როგორც კვლევებმა აჩვენა, საქართველო დღემდე ვერ ახერხებს მათ მაქსიმალირად ათვისებას, თუმცა პოტენციალი ძალზე დიდია და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში შესაძლებელია დაწესებული შეღავათები ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძველი გახდეს.

ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში საქართველოს არ მოუწევს ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებების გაუქმება. მართალია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთში ვაჭრობისას საერთო სავაჭრო პოლიტიკით ხელმძღვანელობენ, თუმცა თითოეულ წევრ სახელმწიფოს მესამე მხარესთან საკუთარი დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკის წარმართვის უფლებაც გააჩნია. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს არა მარტო საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, არამედ მოიცავს სურსათის უვნებლობას, კონკურენციის პოლიტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და სხვა საკითხებს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციონაკადებისზრდას როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნებიდანდაახალისამუშაოადგილებისშექმნას. ხელშეკრულება გაზრდის არსებულ საექსპორტო მიმართულებებს და ხელს შეუწყობს ახალი საექპორტო პოტენციალის განვითარებას. სხვადასხვა კვლევების მიხედვით DCFTA საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს მოკლევადიან პერიოდში დაახლოებით 9%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 12%–ით გაზრდის. რაც შეეხება იმპორტის მოცულობას მოკლევადიან პერიოდში ნავარაუდევია 4,4 %-ით ზრდა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - 7.5%–ით. მოსალოდნელია, რომ DCFTA საქართველოს მშპ–ს 4,3%–ით გაზრდის (292 მლნ ევრო), მოკლევადიან პერსპექტივაში თავისუფალი სავაჭრო სივრცე გამოიწვევს შემოსავლების ზრდას 114 მილიონი ევროთი, ხოლო მშპ–ს ზრდას– 1,7 %–ით, ნიშანდობლივია, რომ ზრდის უმეტესი წილი არასატარიფო ბარიერების შემსუბუქებითაა ნავარაუდევი (88 მლნ. ევრო). მომსახურებისსფეროს ბიზნეს სუბიექტებს საშუალება ეძლევათ განსაზღვრულ სექტორებში დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში ან ფილიალების გახსნის გარეშე საქართველოდან მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს. ევროკავშირში მომსახურების სფეროს ლიბერალიზაციის შედეგად მოსალოდნელია 31 მლნ ევროს სარგებლის მიღება მოკლევადიან პერიოდში. გრძელვადიან პერსპექტივაში არასატარიფო ბარიერების შემსუბუქება ვაჭრობის ლიბერალიზებიდან მიღებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რომლიდანაც სარგებლის სახით 257 მლნ ევროს მიღებაა შესაძლებელი. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია საშუალო ხელფასის 3,6 %–ით ზრდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების დაახლობით 0,6%–ით დაწევა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე საშუალოდ გაზრდის საქართველოს მოქალაქის მსყიდველობით უნარს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოსთვის ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის მიზანშეწონილობის შესადარებლად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2005 წელს, სანამ რუსეთის სანიტარული ნორმების დარღვევის მოტივით ქართულ პროდუქციას აკრძალავდა და საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ს წევრი ქვეყანა იყო, საქართველოს ექპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად აღემატებოდა ანალოგიურ მაჩვენებელს რუსეთში, კერძოდ: ევროკავშირში ექსპორტი წელიწადში დაახლოებით 216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა მაშინ, როცა ექსპორტი რუსეთში 153 მილიონი აშშ დოლარი იყო. რუსეთს სულ უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდ ათურქეთი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია განსაკუთრების 2008 წლის შემდეგ.

2006 წლიდან საქართველომ შეძლო ბაზრების დივერსიფიცირება, მოახდინა ახალი ბაზრების ათვისება, გაზარდა პროდუქციის და საკუთარი კონკურენტუნარიანობის ხარისხი. ზემოთ მოცემული ციფრები დაახლოებით წარმოდგენას იძლევა იმაზე, თუ რა ალტერნატიული დანახარჯი შეიძლება ქონდეს ევრაზიული კავშირისწევრობას. საქართველო კავშირში გაწევრიანებით მიიღებს საკმაოდ დიდ ბაზარს რუსული პირობებით და დაკარგავს საერთაშორისო ბაზარზე ბოლო 15 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს ფინანსურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პირობებში ქვეყანას მოუწევს თავადაც გაუწიოს პრეფერენცია რუსულ და საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების იმ პროდუქციის იმპორტს, რომელთამ ნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ჩანაცვლებულია ევროპული, თურქული და ჩინური პროდუქციით. ცხადია, ეს შეზღუდავს კონკურენციას ქართულ ბაზარზე, სავარაუდოდ, აისახება ფასების ზრდაზე და გამოიწვევს მოხმარებული პროდუქციის ხარისხის ვარდნასაც. განსხვავებულ საბაჟო რეჟიმში ჩაყენებული არა წევრი ქვეყნების პროდუქციის ფასი არაადექვატურად შეიძლებაგაძვირდეს. შესაბამისად შეიზღუდება არჩევანიევრაზიულიკავშირისწევრიქვეყნების, ძრითადად კი რუსეთისმიერწარმოებული ძვირიპროდუქცისხარჯზე. აღნიშნული რისკის ალბათობას ზრდის ის ფაქტი, რომ კავშირის წევრ ქვეყნებს როგორც ერთმანეთში, ისე მესამე ქვეყნებთან ექნებათ საერთო სატარიფო პოლიტიკა და რეგულაციები. აქიდან გამომდინარე, ევრაზიულსაბაჟოკავშირშიგაწევრიანება, როგორც მინიმუმ ნიშნავს, საქართველოს მხრიდან იმ შეღავათებზე უარის თქმას, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში რუდუნებით აქვს მოპოვებული მათ შორის DCFTA-ზეც. მსოფლიო ბანკის კვლევამ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოპოვებული მონაცემებითაც დასტურდება, აჩვენა, რომ საბაჟო კავშირი იქნება ისეთი ჩარჩო, რომელშიც მშპ–ს კლებას გამოიწვევს და ვაჭრობის ნეგატიური შედეგები გადააჭარბებს ვაჭრობის ხელშეწყობის დადებით შედეგებს. ზოგადად, მოხდება  მშპ–ს ვარდნა და საწარმოთა დიდ ნაწილს ეს ღონისძიებები (მიუხედავად გამოყენებული  არგუმენტებისა) ნეგატიურ შედეგს მოუტანს, ხოლო საბაჟო კავშირის წევრების საგარეო პოზიციები გაუარესდება. მრავალმხრივი სავაჭრო ინტეგრაციიდან ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, თურქეთის, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ბაზარი არსებული პირობებით უკვე ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი, რადგან წევრი ქვეყნების ერთიან პირობებში ყოფნა ერთის მხრივ, თავად ევრაზიული საბაჟო კავშირის პირდაპირი მოთხოვნაა, მეორეს მხრივ, კი ევროკავშირის მხრიდანაც გახმოვანებული წინაპირობა. ეს იმას ნიშნავს რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული საბაჟო კავშირიურთიერთგამომრიცხავი კავშირებია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული ბაზრისთვის ქართული პროდუქცია ნაცნობია, შეიძლება სავაჭრო ბრუნვის მხრივ ვივარაუდოთ, რომ ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე ევროკავშირთან DCFTA-ის ფარგლებში ვაჭრობა. თუმცა გლობალური საბაზრო ეკონომიკის არსებობის ეპოქაში, ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს, რეალურად, სთავაზობს გეოგრაფიულ საზღვრებზე დაფუძნებულ სავაჭროდა ეკონომიკურწესებს, რაც საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიო სავაჭროს ივრცეში, მომგებიანი ვერანაირად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.

ეკონომიკაში კარგად არის ცნობილი საზოგადოებრივი არჩევანის თეორია, როგორც ეკონომიკური სკოლის ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ის უფრო პოლიტიკურ მეცნიერებას განეკუთვნება. ნობელის პრემიის ლაურიატების ჯ. ბიუკენენის და ერროუს თეორია, არ იკვლევს ეკონომიკის მუშაობას, არამედ ის იყენებს ეკონომიკის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს სახელმწიფოსა და პოლიტიკის მუშაობის შესასწავლად. ეკონომიკის განვითარების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დემოკრატიული სახელმწიფო არა საბაზრო მექანიზმებით, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების ურთიერთქმედებით, რაც ხმის მიცემით გამოიხატება. ამიტომ ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც თამაშობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაზე დაფუძნებით შეგვიძლია შევაფასოთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის თაობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დსთ–ში დღეს არსებული თავისუფალი სავაჭრო სივრცე უზრუნველყოფს საბაჟო კავშირის წევრებს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას და შესაბამისად, ევრაზიული კავშირის წევრობა არ იძლევა დამატებით სავაჭრო სარგებელს, რაც კავშირის შექმნის არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ინტერესებზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ ექსპერტთა ნაწილი ევრაზიულ კავშირს განიხილავს რუსულ ამბიციად აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლა ვლადიმერ პუტინმა საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად შერაცხა. მოსაზრებათა მეორე ნაწილის მიხედვით, კავშირის მიზანია, საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის საპირწონე მოთამაშის შექმნა და რუსეთის გავლენის გაძლიერება რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ევროკავშირის მხარე გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს უწესებს გარკვეულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს შესაბამისი ფინანსური დახმარებებითა და გამოცდილების გაზიარებით. რასაც ვერ ვიტყვით ევრაზიულ კავშირზე, რომელიც იძულებით, სხვადასხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტებით ცდილობს პოსტსაბჭოთა ქვეყნების გადმობირებას.

პოსტსაბჭოთა სივრცის შუააზიური ქვეყნების (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, შეიძლება ითქვას, წმინდად პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარეობს. რადგან ამ სახელმწიფოებში, მსგავსად კავშირის ინიციატორი ქვეყნისა, დიქტატორული რეჟიმებია და მიუხედავად გარკვეული სადაო საკითხებისა, მაინც კარგად უგებენ ერთმანეთს. უმნიშნელოვანესი ფაქტორია გეოგრაფიული მდებარეობაც, რომელიც შუააზიის ქვეყნებს მხოლოდ რუსულ წიაღში დარჩენის პერსპექტივას აძლევს, განსხვავებით ბელორუსიისაგან, რომელსაც ეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ უკანასკნელის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მას აიძულებს ითანამშრომლოს ევრაზიულ კავშირთან მოკლევადიან პერიოდში მაინც. ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა სახის შეღავათიანი პირობების შეთავაზების მიუხედავად, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირის წევრობასაც გულისხმობდა, საზოგადოებრივი არჩევანის თეორიიდან გამომდინარე ბელორუსიამ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა. როგორც ვახსენეთ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. მათ არჩევანის საშუალება ფაქტობრივად არა აქვთ. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, გარკვეულ წილად, მომგენიანიც კი არის. რაც შეეხება შეზღუდულ პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ამ მხრივ პრობლემა ნაკლებად წარმოიქმნება, რადგან ეს სახელმწიფოები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც რუსეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და თავისუფალი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არც მისცემიათ.

ევრაზიული კავშირისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა ტერიტორიის სიდიდის, მოსახლეობის რაოდენობის, სატრანზიტო ფუნქციისა და სტრატეგიული მდებარეობის გამო. ქვეყანა მთელი ამ დროის განმავლობაში მტკიცედ ადგა ევროპულ კურსს, თუმცა უკრაინის რუსეთზე დიდმა ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ, რუსეთის მხრიდან განხორციელეულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ, რაც რუსულ გაზზე ტარიფის მომატებითა და სხვადასხვა პროდუქციაზე სავაჭრო ბარიერების დაწესებით გამოიხატა, უკრაინის ხელისუფლებას უარი ათქმევინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე და DCFTA-ის შესაძლებლობაც დაკარგა. მაგრამ უკრაინის საზოგადოებრივი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით იმდენად მძაფრი და ურყევი იყო, რომ ქვეყანაში შეიცვალა მთავრობა და განახლდა თანამშრომლობა ევროკავშირთან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურად მომგებიანი რუსეთთან თანამშრომლობა უფრო ყოფილიყო, ვიდრე ევროკავშირთან, საზოგადოებრივი არჩევანის თეორიიდან გამომდინარე ქვეყანამ მაინც უარი თქვა ევრაზიული კავშირის ფარგლებში რუსეთთან კოლაბორაციაზე.

უკრაინის მსგავსად სომხეთიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის საკითხზე, თუმცა ქვეყნის რთულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სამხედრო მდგომარეობამ სომხეთის მთავრობა აიძულა შესულიყო საბაჟო კავშირში, რომელიც როგორც ვახსენეთ მიმდინარე წელს უნდა ჩამოყალიბდეს ევრაზიულ კავშირად. სომხეთს სამხედრო კონფლიქტი აქვს აზერბაიჯანთან, არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მეზობელ თურქეთთან და პრაქტიკულად იზოლირებულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, სამხედრო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ერთადერთი რეალური პერსპექტივა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება იყო. მიუხედავად ამისა სომხური საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილს, კვლავ სურს ევროკავშირთან ურთირთობების გაგრძელება, თუმცა ორივე კავშრის წევრობა ერთდროულად შეუძლებელია, რადგან საბაჟო კავშირში შემავალ ქვეყნებს დამოუკიდებლად ეკრძალებათ მოლაპარაკება ამა თუ იმ ქვეყანასთან ან სხვა ეკონომიკურ კავშირთან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში სომხეთს შეექმნებოდა იგივე პრობლემები, რაც უკრაინას. რთულია იმის თქმა ეკონომიკურად რამდენად გამართლებული იყო სომხეთის გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა შესაძლოა დიდი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემები აიცილა. სომხეთის გადაწყვეტილების მთავარ მოტივად კვლავ პოლიტიკა შეგვიძლია დავასახელოთ, რადგან კლასიკური ეკონომიქსის მიხედვით, ევროკავშირი საუკეთესო ეკონომიკური სისტემაა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ღირსეულად ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ევრაზიული კავშირის ბედი გაურკვეველია მიუხედავად გაცხადებული ამბიციური გეგმებისა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი სტრატეგიული წონასწორობის პოლიტიკას მიმართავს. ენერგო რესურსებით მდიდარი ქვეყანა უახლოეს მომავალში არც ერთ კავშირში შესვლას არ აპირებს, ცდილობს ბალანსი შეინარჩუნოს და თანაბრად მნიშვნელოვანი იყოს როგორც დასავლეთისთვის, ისე ჩრდილოეთისთვის.

საინტერესოა საქართელოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგია. ქართული პროდუქციისათვის რუსეთი უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს. ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური ურთიერთობები ნაწილობრივ აღდგა, თითქოს 2006 წლის სავაჭრო აკრძალვაც დავიწყებას მიეცა, თუმცა საქართველომ მაინც შეინარჩუნა საკუთარი ევროპული კურსი და უარი თქვა ევრაზიულ კავშირზე მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურად უფრო მომგებიანი ეს კავშირი იქნებოდა ვიდრე ევროკავშირთან DCFTA-ის ფარგლებში ვაჭრობა.ეს სწორედ საზოგადოებრივი არჩევანის თეორიით აიხსნება. პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოს ეკონომიკა აიძულა არჩევანი ევროკავშირზე შეეჩერებინა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის და სომხეთის ბაზრის შეზღუდვები მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უფრო თუ ევრაზიულ კავშირში სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ქვეყანას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები ჯერ არ მოშუშებია. ამდენად, საქართველოსთვის რუსეთი მაინც არასანდო პარტნიორად რჩება, აქედან გამომდინარე იძულებულია მოკავშირეები დასავლეთში და სხვა მიმართულებებით გაიჩინოს. თუმცა რათქმაუნდა ქვეყნის გადაწყვეტილებაში უდიდეს ფაქტორს სწორედ, რომ ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს რაც ზემოთ უკვე აღინიშნა.

ამრიგად, საქართველოს არჩევანი ეკონომიკურთან ერთად, რუსეთთან პოლიტიკურად დაძაბულმა ურთიერთობამ გადაწონა. საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ამინდის დათბობის შემთხვევაში, კეთილმეზობლურ პოლიტიკაზე დაფუძნებული ურთიერთობების პირობებში, არაა გამორიცხული საზოგადოებრივი არჩევანი შეიცვალოს ევრაზიული კავშირის საკეთილდღეოდამიტომ მნიშვნელოვანია მტკიცედ გავაგრძელოდ ის კურსი, რომელიც დასავლურ ინტეგრაციას, უფრო კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას გულისხმობს, რაც როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიაა.

ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი არ წარმოადგენენ ურთიერთშემავსებელ გაერთიანებებს. ქვეყანას არ შეუძლია ერთდროულად იყოს ორივე კავშირის წევრი. ამის უკეთ ილუსტრირებისთვის ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე და საბაჟო კავშირი. ნებისმიერ საბაჟო კავშირში სავაჭრო პოლიტიკის ანუ იმპორტისა და ექსპორტის მოსაკრებლის მართვისა და ერთიანი საგარეო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებების ექსკლუზიური უფლებამოსილება საერთო ინსტიტუტს გააჩნია. უფრო მეტი, შესაძლოა კავშირში ვაჭრობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი რეჟიმების გარკვეული მიმართულებებიც ცენტრალიზებული იყოს. მაგალითად, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარიული, სამრეწველო ტექნიკური რეგლამენტები და სხვა. საპირისპიროდ ამისა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე მხოლოდ თვით ამ სივრცეში არსებულ საბაჟო სატარიფო განაკვეთებს არეგულირებს, ხოლო ქვეყანა იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარი სატარიფო პოლიტიკა მესამე მხარესთან. საბაჟო კავშირი გარკვეულ კითხვებს აჩენს, მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გამოიწვიოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ევროკავშირთან შეთანხმებულ ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და საბაჟო კავშირის პოლიტიკას შორის. მათი ურთიერთგამომრიცხავობის მნიშვნელოვანი ფაქტორი მათი სტრუქტურული მსგავსებაცაა, ორივე მათგანი ქმნის საერთო ბაზარს, საერთო ფინანსურ სისტემასა და აყალიბებს საერთო სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. დასავლური ღირებულებების გამავრცელებელი სახელმწიფოებია და თავად კავშირიც პოლიტიკურ პლურალიზმსა და აზრთა მრავალფეროვნებას ეფუძნება. იმავეს თქმა არშ ეგვიძლია ევრაზიულ კავშირზე. ერთმნიშვნელოვნად, ევრაზიული კავშირი, ისევე როგორც ნებისმიერი წამოწყება რუსეთის მხირდან არის და იქნება საშუალება სხვა სახელმწიფოებზე ეკონომიკური გავლენისა და მათი პოლიტიკური მორჩილებისა.

რაც შეეხება რეგულირების საკითხებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება საბაჟოკავშირში მიღებული რეგულაციები ევროკავშირის სტანდარტებს. თუ კი ამ მხრივ ნახსენები კავშირები ვერ ჯდებიან საერთო სამართლებრივ ჩარჩოში, მაშინ კავშირების ურთიერთშემავსებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამის გასაგებად საბაჟო კავშირი შემდგომ ანალიზს საჭიროებს, თუმცა დღეს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტები მოითხოვს, რომ ის შეესაბამებოდეს ვმო–ში მოქმედ წესების სისტემას. მოცემულ ვითარებაში შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი მსო-ს წევრია ევრაზიული კავშირი შესაძლოა ნაწილობრივ მაინც პასუხობდეს ევროკავშირის სტანდარტებს.

ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველთათვის განსაზღვრული აქვს მთელი რიგი მოთხოვნები და კრიტერიუმები. ევროკაშირთან თავისუფლი ვაჭრობის მიღების სანაცვლოდ ქვეყანა იღებს ვალდებულებას განსაზღვრული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაზე, შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პარალელურად. მსგავსი წინაპირობები ევრაზიულ კავშირს არ გააჩნია. ამიტომ ქვეყნებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, ეძლევათ შანსი გაწევრიანდნენ ევრაზიულ კავშირში, სადაც გულმხურვალედ მიიღებენ ყოველგვარი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე ეს ფაქტი კი კიდევ მეტად უსვამს ხას იმას, რომ საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ გაერთიანებებთან.

ევრაზიის კონტინენტზე ორი გიგანტი გაერთიანების არსებობის პირობებში ნებისმიერი ქვეყნისათვის რთული იქნება გაუძლოს გარკვეული საშეღავათო შეთავაზებების ცდუნებას, გაემიჯნოს ორივე მათგანს და დამოუკიდებლი თამაში აწარმოოს. ამდენად ვითვალისწინებთ რა იმ ეკონომიკურ სარგებელს რომელიც გასულ წელს ევროკავშირთან ხელმოწერილ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთანაა დაკავშირებული და ასევე ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურილ გემოვნებას ქვეყანამ უდაოდ მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ახლა კი მთავარია ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული მოთხოვნები როგორც ინსტიტუციურ ისე სამართლებრივ დონეზე ზედმიწევნით სწორად იქნას შესრულებული და დაკმაყოფილებული.